სტუდენტური სოლიდარობა უკრაინელ ხალხს
25 იანვარი, 2014
  სტუდენტური სოლიდარობა უკრაინელ ხალხს ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
უკრაინის საელჩოსთან სტუდენტური მოძრაობა ,,ანტიპოდების" მიერ ორგანიზებული აქცია გაიმართა.


აქციაზე მისულმა სტუდენტებმა სოლიდარობა გამოუცხადეს უკრაინელ ხალხს. 

როგორც ჩვენთან საუბრისას აქციის ორგანიზატორმა თორნიკე ჩიქოვანმა აღნიშნა: ,,ჩვენი მთავარი მიზანი არის, სოლიდარობა გამოვუცხადოთ უკრაინელ ხალხს. ისინი ჩვენთვის მისაბაძები არიან, რადგან იბრძვიან თავისუფლებისთვის. შეიძლება იგივე საფრთხე ჩვენც დაგვემუქროს, რადგან საქართველოს ოკუპაცია კვლავ გრძელდება რუსეთის მიერ".

,,ანტიპოდი" ეს არის სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ ჩამოყალიბებული სტუდენტური მოძრაობა. "ჩვენ ვაქტიურობთ სხვადასხვა პოლიტიკურ და საზოგადოებრივ თემაზე. "ანტიპოდები" ზრუნავს სტუდენტთა გააქტიურებაზე" - განაცხადა თორნიკე ჩიქოვანმა.

აქციაზე 25-მდე სტუდენტი იმყოფებოდა.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary