ხელოვნებისა და ტექნოლოგიის სემინარი
25 იანვარი, 2014
გალერეა
ხელოვნებისა და ტექნოლოგიის სემინარი ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
თბილისის ალტერნატიული კულტურის ცენტრმა ხელოვნებითა და თანამედროვე ტექნოლოგიით დაინტერესებულ ადამიანებს უმასპინძლა.

ელექტრონიკისა და პროგრამირების სემინარზე საუბარი იყო თანამედროვე ტექნიკის მიღწევაზე, სამგანზომილებიან ბეჭდვასა და იმაზე, თუ როგორ იყენებენ თანამედროვე ხელოვანები ტექნიკის სიახლეებს საკუთარ შემოქმედებაში. პროგრამებით დაინტერესებულმა ადამიანებმა ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს. 

სამგანზომილებიანი ბეჭდვის საქართველოში დანერგვითაა დაინტერესებული ირაკლი, რომელმაც ახალგაზრდებს ამ მეთოდის ვიდეოვერსია ანახა: "მსოფლიოში უკვე უამრავი სიახლეა ამ მხრივ და პრინტერების ფასიც იკლებს. ნებისმიერ მსურველს შეუძლია, იყიდოს და სხვადასხვა ნივთი დაამზადოს. უკვე უამრავი მეთოდი არსებობს, მაგალითად, ერთმა ხელოვანმა უდაბნოში ქვიშის დადუღებისა და მისგან ნივთების ამობეჭდვის მეთოდი განავითარა. საქართველოში სამგანზომილებიანი ბეჭდვა ჯერ არავის გამოუყენებია. მე პირადად, ძალიან ვარ დაინტერესებული და ვნახოთ, რა გამომივა".

სამგანზომილებიანი ბეჭდვისას სპეციალური პრინტერი პლასტიკატის რულონს იყენებს და საბოლოოდ, ჩვეულებრივი, მყარი ნივთი მზადდება. თანამედროვე ხელოვნებაში უკვე დიდი ხანია, რაც ამ მეთოდს იყენებენ და სამგანზომილებიან ნამუშევრებს ამზადებენ.

სემინარის პარალელურად იპოდრომზე მოყვარულ ჟონგლიორებთან მოეწყო შეხვედრა. ჟონგლიორებმა მსურველებს მარტივი ილეთები და საჟონგლიორო ინსტრუმენტების გაკეთება ასწავლეს.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary