ჩინური ახალი წელი დიღმის საუნივერსიტეტო კამპუსში
27 იანვარი, 2014
ჩინური ახალი წელი დიღმის საუნივერსიტეტო კამპუსში ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
დიღმის საუნივერსიტეტო კამპუსში გაზაფხულის ფესტივალისადმი, ანუ ჩინური ახალი წლისადმი მიძღვნილი საახალწლო წარმოდგენა გაიმართა.

მასში მონაწილეობა მიიღეს თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ჩინური ენის მიმართულების, ასევე კონფუცის ინსტიტუტის სტუდენტებმა და ლექტორებმა.

საღამოზე მიწვეულები იყვნენ საქართველოს ელჩი ჩინეთში დავით აფციაური, ასევე ჩინეთის ელჩი საქართველოში იუ პინი. სტუმრებს მიესალმა და ახალი წელი მიულოცა თავისუფალი უნივერსიტეტის ლექტორმა გურამ ჩიქოვანმა.

"თავისუფალ უნივერსიტეტში არსებობს აზიისა და აფრიკის უნივერსიტეტის ჩინური პროგრამა, ასევე კონფუცის უნივერსიტეტშიც მოღვაწეობენ კურსდამთავრებულები. ბუნებრივია, რომ ჩინური ახალი წელი აქ აღინიშნება. უნივერსიტეტი მჭიდროდ თანამშრომლობს ჩინეთში სხვადასხვა უნივერსიტეტთან, განსაკუთრებით პეკინში ლანჭოუს უნივერსიტეტთან. მათთან ერთად ვახორციელებთ მრავალ საგანმანათლებლო პროგრამას" - აღნიშნა გურამ ჩიქოვანმა.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა ჩინური ტრადიცია, ჩინური მუსიკა ინსტრუმენტზე შესრულებილი ჰანგებით, ჩინური სიმღერები და პოეზია, ასევე ცეკვა, თეატრალური დადგმა. ბავშვებმა წარმოადგინეს ჩინური ორთაბრძოლები: უშუ და თაიძიციუანი. 

ღონისძიების დაწყებამდე გაიმართა ჩინური საახალწლო გამოფენა, სადაც საშუალება ჰქონდა საზოგადოებას, გაცნობოდა ჩინური ხელოვნების ნიმუშებს, კალიგრაფიას, ტანსაცმელს, ჩინურ საბრძოლო ხელოვნებას, წიგნებს, ჩინეთის ფოტოსურათებს.

წარმოდგენას ორგანიზებას უწევდნენ თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტისა და აზიისა და აფრიკის ჩინური მიმართულების სტუდენტები და ლექტორები, ასევე მიწვეული ჩინელი პედაგოგები.




გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary