თამარ კორძაია საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ
27 იანვარი, 2014
თამარ კორძაია საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
''ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრში'' საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი და ახლა უკვე საქართველოს პარლამენტის დეპუტატის თამარ კორძაიას ლექცია ''შეუძლია თუ არა საზოგადოებრივ მაუწყებელს ემსახუროს ხელისუფლებას'' გაიმართა.

ლექციის დასაწყისში თამარ კორძაიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის ისტორიასა და მის შესახებ მიღებულ კანონზე ისაუბრა. რაც შეეხება ტელევიზიაში დღეს შექმნილ სიტუაციას, მომხსენებლის შეფასებით, ხელისუფლებამ კომპრომისზე წასვლა ვერ მოახერხა: ''არ შეიძლება, გავაფუჭოთ ის, რაც უკვე გვაქვს და ამას უნდა ჩავეჭიდოთ. ხელისუფლებამ ვერ მოახერხა ჩარევა სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატების შერჩევაში. თუმცა, ჩვენ ვერ მოვახერხეთ მიგვეღწია კომპრომისისთვის. ეს სისტემა კი კომპრომისზეა აგებული. ამ წუთას ჩვენ ვართ წაგებული მთავრობა, რადგან ვერ აღვასრულეთ კანონი''. 

ცხრა წევრისაგან შემდგარმა კომისიამ პარლამენტს ოცდაშვიდი სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატი წარუდგინა. თუმცა, უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ გადაწყვეტილება ვერ მიიღო. 

თამარ კორძაია გამოსავალს ხელახალი კონკურსის გამოცხადებაში ხედავს: ''გამოცხადდება ხელახალი კონკურსი, რათა იმ ადამიანებმა, რომლებმაც პირველად ვერ მოასწრეს განაცხადის შემოტანა, ახლა მიიღონ მონაწილეობა კონკურსში. თუ ისტორიას გადავხედავთ, ისეთ საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომელსაც ხალხი არ ენდობა, არავინ უყურებს. ხელისუფლება, რომელიც ამას გააცნობიერებს, უფრო წარმატებული იქნება''.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary