საგანგებო ბრიფინგი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში
28 იანვარი, 2014
საგანგებო ბრიფინგი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში "თავისუფალ სტუდენტთა კავშირის" თავმჯდომარემ ნიკოლოზ მეტრეველმა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა ერთობლივი საგანგებო ბრიფინგი გამართეს.

ბრიფინგი უნივერსიტეტის ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის გასხვისებას ეხებოდა (საუბარია ქ. თბილისში უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე და უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის მომიჯნავედ არსებული მიწის ნაკვეთის გასხვისებაზე).

უნივერსიტეტის რექტორმა ვლადიმერ პაპავამ ამა წლის 24 იანვარს მიმართა თბილისის მერიას, გაეთვალისწინებინა უნივერსიტეტის ინტერესები, რათა არ მომხდარიყო უნივერსიტეტის ტერიტორიაზე უნივერსიტეტის პროფილისათვის შეუფერებელი ობიექტის საქმიანობა ან არსებობა. უნივერსიტეტის წარმომადგენლებისთვის მერიის პასუხი აბსოლუტურად მიუღებელი აღმოჩნდა. მერიის განცხადებით, მიწის ნაკვეთის გასხვისება მოხდა აუქციონის წესით და აუქციონი რაიმე სახის შეზღუდვას არ ითვალისწინებდა. 

"თავისუფალ სტუდენტთა კავშირის" თავმჯდომარის ნიკოლოზ მეტრეველის განცხადებით, თუ მერია არ გაითვალისწინებს უნივერსიტეტის საზოგადოებისა და სტუდენტების ინტერესებს, სხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებთან ერთად პროტესტის უკიდურეს ფორმებს მიმართავენ. 

ჩვენთან საუბრისას სტუდენტი სესილი სოსელია აცხადებს: ,,ჩვენ ვაპროტესტებთ უნივერსიტეტის ტერიტორიაზე შეუფერებელი ობიექტების არსებობას. რამდენადაც ჩვენ ინფორმაცია გვაქვს, აქ იგეგმება სასაფლაოს განთავსება. მიმაჩნია, როცა სახელმწიფოს პრეტენზია აქვს, მიიჩნეოდეს დასავლური სამყაროს ნაწილად, მან დიდი ყურადღება განათლებაზე უნდა გაამახვილოს. მსგავსი ობიექტის არსებობა კი სწავლაში ხელს შეუშლის სტუდენტებს. თუ სიტუაცია არ შეიცვალა, ჩვენ მივმართავთ აქციებს. ვფიქრობთ, რომ სხვა სტუდენტებიც შემოგვიერთდებიან, რადგან ჩვენ ყოველთვის ვიდექით მათ გვერდით, როცა მათ ჰქონდათ პრობლემები".


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary