„კონცენტრიკული წრეები“- თორნიკე ჭელიძის სადებიუტო კრებულის პრეზენტაცია მწერალთა სახლში
30 იანვარი, 2014
„კონცენტრიკული წრეები“- თორნიკე ჭელიძის სადებიუტო კრებულის პრეზენტაცია მწერალთა სახლში ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
მწერალთა სახლში ახალგაზრდა პოეტის თორნიკე ჭელიძის სადებიუტო კრებულის "კონცენტრიკული წრეების" პრეზენტაცია გაიმართა.

სადებიუტო კრებულში 52 ლექსია შესული. 

ღონისძიება გამომცემლობა "ინტელექტის" ორგანიზებით გაიმართა. საღამო წიგნის რედაქტორმა გვანცა ჯობავამ გახსნა, რომელიც დამსწრე საზოგადოებას მიესალმა და კრებულის გამოსვლა მიულოცა. რედაქტორმა აღნიშნა, რომ წიგნის გამოსვლა სწორედ დროულია: "ეს ძალიან საინტერესო წიგნია, როგორც ერთიანობაში, ისე ცალკეული ლექსები, წიგნი არის ცხოვრებაზე თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეებით".

საღამოზე ლექსები საკუთარი კრებულიდან თავად ავტორმა olafur arnalds-ის მუსიკის ფონზე წაიკითხა. მან ისაუბრა ლექსზე, რომელიც ყველაზე მეტად უყვარს, ლექსი მის კლასელს ეძღვნება, რომელიც მესამე კლასში წყალში დაიხრჩო. თორნიკე კრებულს "ჯავახეთის დღიურებსაც" უწოდებს, რადგან მასში შესული ყველა ლექსი სწორედ იქ ყოფნის შემდეგ დაწერა. 

ახალგაზრდა პოეტის შემოქმედება შეაფასა პოეტმა ირაკლი კაკაბაძემ: "ძნელად მახსენდება ბოლო პერიოდში ასეთი სერიოზული და კარგი დებიუტი. ეს არის ნამდვილი პოეზია, თორნიკე არის ნამდვილი პოეტი, სიყალბისა და პათეტიკის გარეშე. ვუსურვებ, დაეფასებინოს მკითხველს მისი პოეზია, ვიცი, მცირე ხანში ყველანი ვიამაყებთ, რომ გვყავს ასეთი პოეტი, როგორიც თორნიკეა".

საღამოზე უამრავმა ადამიანმა მოიყარა თავი, დასასრულს პოეტმა ისაუბრა მის დამოკიდებულებაზე პოეზიისადმი: "ჩემთვის პოეზია ეს არის ტკბობა იმით, რაც უფრო მაბნევს".

კრებული 2013 წლის დეკემბერში გამომცემლობა "ინტელექტმა" გამოსცა.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary