თბილისის ტანგოს საზოგადოების 6 წლის იუბილე
01 თებერვალი, 2014
თბილისის ტანგოს საზოგადოების 6 წლის იუბილე ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
კაფე-რესტორანმა "აზარფეშამ" თბილისის ტანგოს საზოგადოების 6 წლისადმი მიძღვნილ საიუბილეო საღამოს უმასპინძლა.

ღონისძიება არაოფიციალურად გაიხსნა ტანგოს საზოგადოების წევრთა იმპროვიზებული ცეკვებით. მოგვიანებით სტუმრებს ამ საზოგადოების ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და საღამოს ორგანიზატორმა ლევან გომელაურმა მიმართა, მან ტანგოს საზოგადოების შექმნის ისტორიასა და განვლილ 6 წელზე ისაუბრა. განხორციელდა ჩართვა გერმანიიდან, საიდანაც ტანგოს საზოგადოების დამფუძნებელმა ნიკა ლომიძემ ოჯახთან ერთად მიულოცა თბილისის ტანგოს საზოგადოებას იუბილე, აღნიშნა, რომ ტანგო ადამიანურ ურთიერთობებზეა აგებული და სიხარული გამოთქვა იმაზე, რომ მისი საქართველოში არყოფნის პერიოდში ასე კარგად ვითარდება ტანგოს ცხოვრება. 

საღამო გაგრძელდა კონსერვატორიის სტუდენთა მუსიკალური ნომრებით, მათ ცოცხლად შეასრულეს: ტანგო, მილონგა და ტანგო ვალსი. 

საღამოს მიწურულს საზოგადოების წევრმა სტაჟიანმა და ახალბედა მოცეკვავეებმა საჩვენებელი 3 საცეკვაო ნომერი შეასრულეს. 

ტანგოს საზოგადოება ენთუზიასტმა უცხოეთიდან სამშობლოში დაბრუნებულმა რამდენიმე ადამიანმა ჩამოაყალიბა, რომლებიც ტანგოს ხელოვნებას სწორედ საზღვარგარეთ ყოფნის პერიოდში ეზიარნენ. საზოგადოების ჯგუფის წევრთა რიცხვი 900 ადამიანს აღწევს, მუდმივი, სტაბილური მოცეკვავე კი 30 ადამიანია. წლის განმავლობაში საზოგადოების ორგანიზებით არაერთი ღონისძიება და გაკვეთილი იმართება. როგორც საღამოს ორგანიზატორმა ლევან გომელაურმა გვითხრა, მომავალშიც მრავალ საინტერესო ღონისძიებას შესთავაზებენ ტანგოს მოყვარულებს და იმედოვნებენ, რომ მომავალში ასეთი ადამიანების რიცხვი უფრო და უფრო გაიზრდება. 




გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary