სამხატვრო აკადემიისა და აშშ-ს საელჩოს ერთობლივი ორგანიზებით სამხატვრო აკადემიის დიდ საგამოფენო დარბაზში წიგნების: ჯეიმს მეიერის "მინიმალიზმი" და არტურ კ. დანტოს "ხელოვნების დასასრულის შემდეგ" პრეზენტაცია გაიმართა.
პრეზენტაციას აშშ-ს საელჩოსა და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.
ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ ასეთი პროექტები მომავალშიც გაგრძელდება. ეს ხელს შეუწყობს ახალგაზრდებს, გაეცნონ უცხოურ ლიტერატურას მათთვის გასაგებ ენაზე და გაიღრმავონ ცოდნა.
პროექტი დაფინანსებულია საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წიგნების თარგმნის პროგრამის ფარგლებში.