,,გადავარჩინოთ საყდრისი’’ - სტუდენტური პროტესტი თსუ-ში
03 თებერვალი, 2014
     ,,გადავარჩინოთ საყდრისი’’ - სტუდენტური პროტესტი თსუ-ში ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში სტუდენტებმა საზოგადოების სხვა წარმომადგენლებთან ერთად საპროტესტო აქცია-კონცერტი გამართეს.

აქცია-კონცერტით სტუდენტებმა საყდრისის ტერიტორიაზე ოქროს მომპოვებელი სამუშაოების დაწყება გააპროტესტეს.

შეგახსენებთ, რომ საყდრისის ოქროსმომპოვებელი მაღარო ქართველმა და გერმანელმა არქეოლოგებმა რამდენიმე წლის წინ აღმოაჩინეს. აღმოჩენას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 2006 წელს მიენიჭა. მეცნიერების თანახმად, 50 მეტრის სიღრმის მაღარო ძველი წელთაღრიცხვის მეოთხე ათასწლეულითაა დათარიღებული და 5400 წლისაა, მაგრამ კულტურის სამინისტრომ 2013 წლის 5 ივლისს არქეოლოგიურ ობიექტს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მოუხსნა. ტერიტორიას კომპანია "არ ემ ჯი გოლდი" ფლობს. კომპანიის მიერ 10 იანვარს გავრცელებული განცხადების თანახმად, წიაღით სარგებლობის ლიცენზიით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში იგი საყდრისის სალიცენზიო ტერიტორიაზე მოსამზადებელ სამუშაოებს აწარმოებს, ამ სამუშაოების დაწყებას კი, ანუ 7 იანვარს ტერიტორიაზე ტექნიკის შეყვანას, იმით ხსნის, რომ 2013 წლის ოქტომბერ-ნოემბერში განხორციელებული კვლევის შედეგად, დადგენილია, რომ ობიექტის კლდის ნაპრალებსა და კლდოვან ქანებში კულტურული ფენების არსებობა არ დასტურდება, ტერიტორიაზე კი არავითარი არტეფაქტი და ძველი მადნის დამუშავების კვალი არ გამოვლენილა. 

სტუდენტების შეფასებით, საყდრისის ტერიტორიაზე ოქროსმომპოვებელი სამუშაოების დაწყება რესურსების მაქსიმალური ათვისების პოლიტიკის ნაწილია და აღნიშნული სტრატეგიის მიხედვით, უკვე წლებია ადამიანის უფლებათა, კულტურული მემკვიდრეობისა და გარემოს დაცვის პრინციპების გათვალისწინების გარეშე ხდება რესურსების გამოყენება და მათი კერძო მესაკუთრეებისათვის გადაცემა.

აქციას ორგანიზება სტუდენტურმა მოძრაობა ,,მწვანე მუშტმა" გაუწია. 

აქცია-კონცერტს Kung Fu Junkie, სანდრო კოზმანაშვილი, Food Not Bombs შეუერთდნენ.










გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary