Business Room 2014
03 თებერვალი, 2014
Business Room 2014 ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ილიაუნის ბიზნესის სკოლისა და "მომავალ ეკონომისტთა სტუდენტური კლუბის (FESC)" თაოსნობით ილიაუნიში ბიზნეს-სააზროვნო თამაში "Business Room 2014" გაიმართა.

მასში 16-მა გუნდმა მიიღო მონაწილეობა. გუნდები რეგისტრაციის შედეგად შეირჩა. თამაში ორ ტურად ჩატარდა და, ძირითადად, სააზროვნო კითხვები იყო დასმული. ღონისძიების ბოლოს საუკეთესო გუნდი გამოვლინდა. 

"Business Room"-ი უკვე მეორე წელია რაც ტარდება და არის, როგორც ბიზნეს-სააზროვნო, ასევე კრეატიული და შოუს ელემენტებით გაფორმებული. 

"მომავალ ეკონომისტთა სტუდენტური კლუბის" პრეზიდენტის და პროექტ "Business Room"-ის ავტორის მიშა დვალიშვილის თქმით: "ეს პროექტი ერთი წლის წინ შეიქმნა და საკმაოდ კარგი გამოხმაურება ჰქონდა. წელსაც უფრო კარგ შედეგებს ველოდებით და ვფიქრობ, დღევანდელმა დღემაც წარმატებულად ჩაიარა".

"მომავალ ეკონომისტთა სტუდენტური კლუბის" წევრმა ზურა გურგენიშვილმა აღნიშნა, რომ პროექტში მონაწილეობის მიღება ყველა უნივერსიტეტის წარმომადგენელს შეუძლია, ეს არის ძალიან კარგი და განსხვავებული პროექტი.

ბიზნეს-სააზროვნო თამაში ტრადიციულ ხასიათს მიიღებს და მომავალშიც გაგრძელდება.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary