პროექტი Nx & Speak Up
04 თებერვალი, 2014
პროექტი Nx & Speak Up ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
საქართველოს უნივერსიტეტში ,,ახალგაზრდა დიპლომატთა ლიგის" ორგანიზებით პროექტის "Nx & Speak Up" შესახებ ინფორმაციული შეხვედრა გაიმართა.

ორგანიზატორმა გივი ჩიქოვანმა სტუდენტებს დეტალურად გააცნო პროექტის მნიშვნელობა. 

"პროექტში მონაწილეობა შეუძლია ყველას, შეუზღუდავია ასაკი და სქესი. მთავარია, მონაწილე იყოს ქარიზმატული და შეძლოს ჟიურის წინაშე საინტერესოდ საუბარი" - აღნიშნა გივი ჩიქოვანმა.

შეხვედრაზე საუბარი იყო "Nx & Speak Up" პროექტზე, რომელიც საქართველოში პირველად 2010 წელს ჩატარდა, მის ისტორიასა და სამომავლო გეგმებზე. ეს არის ამერიკული პროექტი, რომელმაც დიდი წარმატება მოიპოვა საზოგადოებაში. გამორჩეული სპიკერების ვიდეორგოლს მაესტროს ეთერში აჩვენებენ კვირაში სამ დღეს: ორშაბათს, სამშაბათსა და ხუთშაბათს.
საუბარი იყო ასევე Nx საიტის შესახებ. 

8 თებერვალს სასტუმრო "რედისონში" ჩატარდება Nx კონფერენცია, სადაც ნებისმიერ ადამიანს საშუალება ექნება, წარდგეს ჟიურის წინაშე 3 წუთის განმავლობაში. ასევე მოეწყობა დისკუსია მთელი წლის განმავლობაში ჩატარებულ პრეზენტაციებზე. სპიკერის ამპლუაში წარდგება ასევე დავით ბაქრაძე, რომელიც ნოვატორულ საქართველოზე ისაუბრებს. 

15-16 თებერვალს ჩატარდება საჯარო გამოსვლების კონფერენცია საქართველოს მასშტაბით.




გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary