თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროექტის "გეორგიკა" პრეზენტაცია გაიმართა.
პროექტის მიზანია, გააერთიანოს და თავი მოუყაროს საქართველოს შესახებ არსებულ აკადემიურ ნაშრომებს ერთ ვებსივრცეში.
ვებგვერდზე განთავსდება, როგორც სტუდენტების, ასევე პროფესიონალი მკვლევარების სტატიები და ბლოგები, რომლებიც აკადემიურ ხარისხთან იქნება მიახლოებული. ვებგვერდი არის ქართულ და ინგლისურ ენებზე.
პროექტი განხორციელდა თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მხარდაჭერით და მასზე მუშაობდნენ ამავე ფაკულტეტის მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტები.
პროექტი აერთიანებს სხვადასხვა სფეროს: პოლიტიკას, ეკონომიკას, საზოგადოებას, ისტორიას, საგარეო ურთიერთობებსა და უსაფრთხოებას.
ვებგვერდის მისამართია: http://georgica.tsu.edu.ge/