სტუდენტებმა საჯარო ლექცია დაუნის სინდრომსა და აუტიზმზე მოისმინეს
10 ივნისი, 2013
სტუდენტებმა საჯარო ლექცია დაუნის სინდრომსა და აუტიზმზე მოისმინეს ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter

10 ივნისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო ლექცია დაუნის სინდრომსა და აუტიზმზე ჩატარდა.

ლექციას უძღვებოდა ფსიქოლოგი ლია ასანიშვილი. ორგანოზატორები იყვნენ "შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანთა მხარდამჭერი გუნდის" წარმომადგენლები. შეხვედრა ორ ეტაპად ჩატარდა. პირველი ეტაპი ფსიქოლოგმა ზოგად საუბარს დაუთმო, ხოლო მეორე ეტაპი კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

ლექციას ესწრებოდა "შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანთა მხარდამჭერი გუნდის" ერთ-ერთი წარმომადგენელი ანი ბერუჩაშვილი. მისი თქმით, შეხვედრის მთავარი მიზანი იყო დაუნის სიდრომსა და აუტიზმზე სტუდენტებში ინფორმაციის დონის გაზრდა. მან ასევე აღნიშნა, რომ მსგავსი ლექციების კურსი სისტემატური იქნება. მათ სურთ, შექმნან საზოგადოება, რომელიც მსგავსი სინდრომით დაავადებულ ადამიანებთან იმუშავებს. "საბოლოოდ, იმედია, მივალთ იმ ეტაპამდე, რომ გავხსნათ სახელოსნოები, სადაც ეს ადამიანები იმუშავებენ და მათ შემოსავალიც ექნებათ. მინდა ყველას ვუთხრა, რომ მათ ჩვენ ძალიან ვჭირდებით".

ლია ასანიშვილმა მადლობა გადაუხადა იმ ახალგაზრდებს, რომლებიც მსგავსი ლექციების ჩატარების ინიციატივას იჩენენ.

 

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary