ილია ჭავჭავაძისადმი მიძღვნილი „წიგნის დღე“
08 თებერვალი, 2014
ილია ჭავჭავაძისადმი მიძღვნილი „წიგნის დღე“ ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზუმში "წიგნის მეგობრების" ორგანიზებით "წიგნის დღისადმი" მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.


წიგნის კითხვის დღე ილია ჭავჭავაძის ბიოგრაფიასა და შემოქმედებას მიეძღვნა. 


დღევანდელი დღე გახსნა სკოლის მოსწავლემ ლიკა ჩხაიძემ, რომელმაც ილიას ბიოგრაფიის, ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ ისაუბრა. 

ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა მაია ნინიძემ, რომელიც ილიას შემოქმედებას მრავალი წელია იკვლევს, განიხილა ილიას ნაწარმოებები. 

მან ხაზი გაუსვა ილია ჭავჭავაძის დამოკიდებულებას სახელებისადმი: "ილია თავის ნაწარმოებებში უბრალოდ სახელს არაფერს არქმევდა, ყველაფერს დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა. იქ, სადაც სულის ღონეზეა საუბარი, ილიას სახელის დარქმევა არ ჭირდებოდა, მაგალითად, ოთარაანთ ქვრივი, რომელიც ოჯახის სიმბოლოა".

მან ასევე ისაუბრა ილიას ცხოვრებასა და მკვლელობაზე: "ილიას სიკვდილამდე უამრავ სიბოროტეში სდებდნენ ბრალს, თუმცა, არ გამოჩნდა საქართველოში ადამიანი, ვინც მის მაგივრად გასცემდა მათ პასუხს".

დაინტერესებულ პირებს საშუალება ჰქონდათ, დაეთვალიერებინათ ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი.

"წიგნის მეგობრები" არის "დავითიანნთან" არსებული ინტელექტუალური კლუბი, რომელიც მისი უწმინდესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით 2013 წლის 8 ივნისს დაფუძნდა. კლუბის მიზანია, საქართველოს ახალგაზრდა თაობაში წიგნის კითხვისადმი ინტერესის გაზრდა და მათი ინტელექტუალურ-ანალიტიკური აზროვნების განვითარების ხელშეწყობა.







გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary