საჯარო ლექცია I.V.F-ს შესახებ
08 თებერვალი, 2014
საჯარო ლექცია I.V.F-ს შესახებ ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში საჯარო ლექცია ჩატარდა თემაზე - ,,in vitro განაყოფიერება".

ლექციას უძღვებოდა in vitro კლინიკის მეან-გინეკოლოგი (აკადემიური დოქტორი მედიცინაში) ანი მორჩილაძე. ლექცია "საქართველოს ახალგაზრდა ბიოლოგთა ასოციაციის" მიერ იყო ორგანიზებული.

ლექციაზე განიხილეს ხელოვნური განაყოფიერების მეთოდები, პერსპექტივები, სუროგაცია, კრიოკონსერვაცია, დონაცია, in vitro განაყოფიერების ჩვენება და უკუჩვენება, ოვულაციის ინდუქტორები და სხვა რელევანტურ თემები. ასევე საუბარი იყო in vitro განაყოფიერების რისკებზე, პროცენტულ მაჩვენებლებსა და მითებზე, რომლებიც ტრიალებს ჩასახვის ამგვარი საშუალების ირგვლივ.

in vitro განაყოფიერებით საქართველოში დაახლოებით 4 000 ბავშვი დაიბადა. ამათგან ყველაზე უფროსი 14 წლის არის. ამ სახის განაყოფიერება პირველად ჟორდანიას სახელობის ინსტუტუტში განხორციელდა, დღეს კი საქართველოში ამ პროფილის 5 ცენტრი ფუნქციონირებს, ერთ-ერთი მათგანი ბათუმშია. 

in vitro განაყოფიერების წარმატების ინდექსი 40-45% შორის მერყეობს. წამყვანი ქვეყნები ამგვარ შობადობაში არის ისრაელი და ბელგია. 

2014 წლის საშობაო ეპისტოლის შემდეგ განსაკუთრებით აქტუალური გახდა in vitro განაყოფიერების პრობლემა. შეგახსენებთ, კათოლიკოს პატრიარქმა ნეგატიური დამოკიდებულება გამოთქვა ამგვარი განაყოფიერების მიმართ. ამ ფონზე კი დამაიმედებლად უნდა ჟღერდეს სამოქმედო სტრატეგია ,,take baby home. They are from God". 

გავრცელებული მითი, რომ  in vitro განაყოფიერების ბავშვები არასრულფასოვნები არიან, არ დასტურდება, პირიქით, არსებობს მოსაზრება (კვლევით მონაცემებზე დაყრდნობით), რომ მათ სტატისტიკურად მაღალი IQ აქვთ. ,,ეს ბავშვები მთვარიდან არ მოფრინავენ" - განაცხადა ანი მორჩილაძემ.

ჩვენთან საუბრისას "ახალგაზრდა ბიოლოგთა ასოციაციის" დამფუძნებელი მარიამ აფრასიძე აცხადებს: ,,ამ ლექციის მიზანი  in vitro განაყოფიერების შესახებ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება იყო. ვფიქრობ, ლექციამ წარმატებით ჩაიარა. ჩვენი ასოციაცია დაინტერესებულია ახალგაზრდების გააქტიურებით". 

in vitro განაყოფიერების ფასი დაახლოებით 5 000-6 000 ლარია.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary