კიდევ ერთი დღე ვაკის პარკში
09 თებერვალი, 2014
გალერეა
  კიდევ ერთი დღე ვაკის პარკში ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
დღეს მოძრაობის "პარტიზანული მებაღობა თბილისში" მიერ ორგანიზებული აქცია "კიდევ ერთი დღე ვაკის პარკში" გაიმართა.

აქციის ორგანიზატორები და მოქალაქეები ვაკის პარკის ტერიტორიაზე შვიდსართულიანი სასტუმრო "ბუდაპეშტის" მშენებლობას აპროტესტებდნენ, თუმცა, განსხვავებული ფორმით. აქციის შესახებ ფეისბუქის გვერდზე რამდენიმე დღით ადრე დაწერეს: ორგანიზატორები მოუწოდებდნენ მოქალაქეებს, მოეტანათ მუსიკალური ინსტრუმენტები, ფრიზბი, ბადმინტონი, წიგნები, საქსოვი, საპიკნიკე აღჭურვილობა, მეყვანათ ბავშვები და ძაღლები, გაეტარებინათ ერთი სასიამოვნო დღე ვაკის პარკში.

აქციის მიმდინარეობას ხელს უწყობდა ამინდიც: შეკრების ადგილზე მოსახლეობას მოწყობილი ჰქონდა პიკნიკი, უკრავდნენ და მღეროდნენ მთელი დღის განმავლობაში. მისული იყო ხატვის და ცეკვის მასწავლებელი.

"წინა აქციისგან განსხვავებით ბევრი სიახლე გვაქვს, უფრო ხალხმრავლობა შეინიშნება, თან მეტი გასართობი და კიდევ უფრო მეტი ტკბილეული გვაქვს ბავშვებისთვის და, უბრალოდ, იმ ადამიანებისთვისაც, რომლებიც მთელი კვირის განმავლობაში სამუშაო გრაფიკით გადაიღალნენ და სასიამოვნო კვირა დღის გატარება სურთ, დიდი სიამოვნებით ვუმასპინძლებთ ყველას" – აღნიშნა აქციის ერთ–ერთმა ორგანიზატორმა მარიამ ბაქრაძემ.

მერიის სახელზე რამდენიმე სარჩელი შეიტანა "მწვანე ალტერნატივამ", "უსაფრთხო სივრცემ" და "პარტიზანმა მებაღეებმა". 

ორგანიზატორებმა მერიის თანამშრომლებთან შეხვედრისას წარმოადგინეს პეტიცია, რომლის ხელმომწერნიც მოითხოვდნენ მორატორიუმის გამოცხადებას, სანამ ადმინისტრაციულ ორგანოებთან არ შეიქმნება საზოგადოებრივი საბჭოები, რომლებიც დაკომპლექტდება ეკოლოგებით, ურბანისტებით, იურისტებით, შესაბამისი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებით. სამომავლო აქციის შესახებ ორგანიზატორები ფეისბუქის საშუალებით ამცნობენ საზოგადოებას.



ფოტო: თემურ გუგუშვილი


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary