საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ჟურნალისტებს შეხვდა
11 თებერვალი, 2014
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ჟურნალისტებს შეხვდა ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ პროექტის "საქართველოს მთავრობა ღია მმართველობისთვის" ფარგლებში ჟურნალისტებთან მორიგი შეხვედრა გამართა.


მინისტრმა 2014 წლის გეგმები და სტრატეგიული მიმართულებები გააცნო დამსწრე საზოგადოებას, მან ასევე ისაუბრა მიმდინარე პროექტებზეც.

მინისტრის განცხადებით, მიმდინარე წელი განათლების სისტემისთვის კონსოლიდაციის წელი იქნება. 2014 წლის გაზაფხულზე დასრულდება განათლების სისტემის ერთიანი სტრატერგია (2014–2024). 

"ეს არის სისტემური ხედვა, რომელიც დამყარებული იქნება ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობისა და სისცოცხლის ბოლომდე განათლების უზრუნველყოფის პრინციპებზე" – განაცხადა მინისტრმა.

მან ასევე სფეროების (ზოგადი განათლება, პროფესიული განათლება, უმაღლესი განათლება) მიხედვით მიმოიხილა მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები. უახლოეს მომავალში დაგეგმილია მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის ახალი სქემა. დასრულდა სახელმძღვანელოების სტანდარტზე მუშაობა, რის შედეგადაც მოიხსნება მასთან დაკავშირებული სხვადასხვა პრობლემა. გარდა ამისა, უსაფრთხო სკოლის პროგრამის ფარგლებში შეიქმნება სკოლის ექიმის სტანდარტი. 

მიმდინარეობს ცხრა ახალი სკოლის მშენებლობის პროცესი. 2014 წელს დაგეგმილია კიდევ 5 ახალი სკოლის მშენებლობა, გრძელდება სარებილიტაციო და გათბობის მოწყობის სამუშაოები.

შეკითხვაზე, გაუქმდება თუ არა მე–12 კლასი, მინისტრმა გვიპასუხა, რომ არ არის დაგეგმილი მისი გაუქმება. ამოქმედდება დაფინანსების ახალი მექანიზმი, რაც შესაძლებელს გახდის მოსახლეობისთვის უფასო პროფესიული განათლების მიწოდებას. წელსაც, თამარ სანიკიძის თქმით, 15 ათასამდე პროფესიული სტუდენტი სრულ სახელმწიფო დაფინანსებას მიიღებს. 

პრესკონფერენციის ბოლოს, თამარ სანიკიძემ აღნიშნა, რომ საქართველო წელსაც მოხვდა იმ 20 ქვეყნის სიაში, რომელთაც აშშ აღმოუჩენს დახმარებას მეცნიერების სფეროში, უზრუნველყოფილი იქნება საერთაშორისო მონაცემთა ბაზების ხელმისაწვდომობა ქართველი მეცნიერებისთვის.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary