რეგიონული თანამშრომლობის პერსპექტივები აზერბაიჯანს, საქართველოს, სომხეთსა და თურქეთს შორის
11 თებერვალი, 2014
რეგიონული თანამშრომლობის პერსპექტივები აზერბაიჯანს, საქართველოს, სომხეთსა და თურქეთს შორის ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო დისკუსია გაიმართა თემაზე - "რეგიონული თანამშრომლობის პერსპექტივები აზერბაიჯანს, საქართველოს, სომხეთსა და თურქეთს შორის".


დისკუსიის ორგანიზატორი იყო კულტურულ ურთიერთობათა ცენტრი "კავკასიური სახლი".

პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს რეგიონულ თანამშრომლობას სამხრეთ კავკასიელ და თურქ ახალგაზრდა პროფესიონალებს შორის. 

მიწვეული სტუმრებიდან იყვნენ თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთისა და საქართველოს წარმომადგენლები. თითოეულმა მათგანმა თავისი ქვეყნის კულტურა პრეზენტაციის სახით წარმოადგინა. მონაწილეებმა განიხილეს მნიშვნელოვანი საკითხები თავიანთ ქვეყნებში. მათ ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიის შესახებ, გამომწვევ მიზეზებსა და გამოსავალზე. 

მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მიეღოთ ინფორმაცია მიმდინარე საშინაო და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე საქართველოში.

დისკუსია ინგლისურ ენაზე წარიმართა.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary