ელიოტის „ბერწი მიწის“ ახალი ქართული თარგმანი
12 თებერვალი, 2014
ელიოტის „ბერწი მიწის“ ახალი ქართული თარგმანი ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია "ლიგამუსში" გია ჯოხაძის წიგნის "ტ. ს. ელიოტის "ბერწი მიწა" - ჰერმევენტული ინტერპრეტაციები" პრეზენტაცია გაიმართა.

წიგნი წარმოადგენს დიდი ინგლისელი პოეტისა და მოაზროვნის თომას სტერნზ ელიოტის პოემის ,,ბერწი მიწის" ახალ ქართულ თარგმანს და ასევე ტექსტის ინტერპრეტაციას თანამედროვე ელიოტოლოგიის ორიგინალური მასალების გათვალისწინებით.

გია ჯოხაძემ ისაუბრა ელიოტის შესახებ. მთარგმნელმა წაიკითხა წიგნის მნიშვნელოვანი და სააინტერესო მონაკვეთები. მან ასევე ისაუბრა პიესის საფინალო ნაწილის შესახებ.

ილიაუნის პროფესორმა პაატა ჭელიძემ აღნიშნა, რომ უცხოური წიგნის თარგმნა კარგად უკვე ქართული ლიტერატურის საკუთრებაა: "უკვე ჩვენი საკუთრება "ბერწი მიწა" კი ძალიან კარგი შენაძენია იმ საზოგადოებისთვის, ვინც მოდერნისტულ ლიტერატურას კითხულობს".

თსუ-ს პროფესორის ქეთი ქურდოვანიძის თქით, "ელიოტს საოცარი თქვისება აქვს: თუ მიეკარები, ვეღარ მოშორდები. ელიოტი პრაქტიკულად ხელახლა აღმოვაჩინეთ, ეს წიგნის სხვა თარგმანებთან შედარებით არის სრულყოფილი".

გია ჯოხაძე უახლოეს მომავალში საზოგადოებას ახალი წიგნის პრეზენტაციას დაპირდა.

გია ჯოხაძის წიგნი განკუთვნილია ელიოტის პოეზიის მთარგმნელებისთვის, მკვლევარებისა და თაყვანისმცემლებისათვის.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary