კონგრესის მოდელირება
13 თებერვალი, 2014
კონგრესის მოდელირება ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
,,თავისუფალი დებატების ლიგა" მართავს კონგრესის მოდელირებას, რომელიც 3 დღის განმავლობაში გაგრძელდება და ჩატარდება 14-16 თებერვალს თავისუფალ უნივერსიტეტსა და საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში.


მონაწილეები 14-დან 25 წლის ჩათვლით ასაკობრივი კატეგორიიდან შეირჩნენ.
კონგრესის მოდელირება მოიცავს ლექციებს, საკომიტეტო სამუშაოსა და გენერალურ ასამბლეას. მოდელირებაზე წარმოდგენილი იქნება 7 პალატა:
1. ეკონომიკის პალატა
2. ადამიანის უფლებათა დაცვის პალატა
3. ჯანდაცვის პალატა
4. ევროპასთან ინტეგრაციის პალატა
5. გარემოს დაცვის პალატა
6. განათლების პალატა
7. თავდაცვის პალატა

პროექტის ორგანიზატორია ნიკა სესკურია, რომელიც ,,თავისუფალი დებატების ლიგასთან" ერთად გამართავს სესიებს. მისი თქმით, ეს სესიები "მნიშვნელოვანია იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებსაც სურთ აქტიურად ჩაებან იმ ადამიანებთან დებატებში, რომლებიც მსგავსად ფიქრობენ, ან პირიქით, ეწინააღმდეგებიან მათ აზრს. ჩვენ გვაქვს ჩვენი დებატების ფორმატი, რომელიც ეხმარებათ ახალგაზრდებს ჯანსაღი დებატების სწავლაში".

კონგრესის მოდელირებას მხარს უჭერს ამერიკელი კონგრესმენი, რომელიც, სავარაუდოდ, პირდაპირ ჩაერთვება მონაწილეებს სესიის მსვლელობისას. პირველ დღეს ჩამოწერენ პრობლემებს, მეორე დღეს მოიფიქრებენ პრობლემის გადაჭრის გზებს, მესამე დღეს კი არის გენერალური ასამბლეა, სადაც წარადგენენ რეზოლუციებს, შემდეგ განიხილავენ და მოხდება ამ რეზოლუციების გასვლა/არ გასვლა.

ნიკა სესკურიას თქმით, ტრენერებად მიწველნი არიან გამოცდილი ადამიანები, თუმცა, რამდენიმე ახალი ტრენერიც ჰყავთ, რომლებმაც დაამტკიცეს, რომ სესიების ჩატარებისთვის შესაბამისი ცოდნა აქვთ.

რაც შეეხება მონაწილეების შერჩევას, მათ გაგზავნეს აპლიკაციები, შემდეგ გასაუბრების შედეგად მოხვდნენ საბოლოო სიაში.
სესიები 50 დელეგატზეა გათვლილი: "ეს დამოკიდებული იყო მონაწილის აქტიურობასა და ცოდნაზე ამ საკითხთან მიმართებაში. არ ვგულისხმობ იმას, რომ თუ ცოდნის ნაკლებობა ჰქონდა აპლიკანტს, ვერ მიიღებდა მონაწილეობას. პირიქით, ცოდნის შესაძენად არის ეს სესიები, მაგრამ პატარა დეტალების გამო ზოგიერთ ახალგაზრდას პრიორიტეტი მივანიჭეთ".

სესიაში მონაწილეობის თანხა შეადგენს 40 ლარს. ყველა დელეგატზე გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი.









გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary