საქველმოქმედო პოეზიის საღამო ილიაუნიში
10 ივნისი, 2013
საქველმოქმედო პოეზიის საღამო ილიაუნიში ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
10 ივნისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში საქველმოქმედო პოეზიის საღამო გაიმართა.
საღამოს ორგანიზება არასამთავრობო ორგანიზაციამ "გვერდში დგომა თანადგომა" გაუწია.
საღამოს მიზანი თინანო რეხვიაშვილის დახმარება იყო.
"ძირითადად უფრო ჩვენი სამეგობროა აქ, რომლებმაც სურვილი გამოთქვეს, ჩვენ გვინდა ეს გავაკეთოთ" – განაცხადა ორგანიზაციის წევრმა და ერთ-ერთმა ორგანიზატორმა სანდრო ჯანიკაშვილმა.
საღამოში მონაწილეობას მოწვეული პოეტებიც იღებდნენ.
ორგანიზატორების განცხადებით, ისინი მზად არიან ყველანაირი დახმარება მიიღონ, იქნება ეს ტანსაცმელი, თუ სხვა რამ.
ორგანიზაცია სულ რაღაც ორი კვირაა რაც დაარსდა, თუმცა, მისი დამაარსებლები წარსულშიც იღებდნენ საქველმოქმედო აქციებში მონაწილეობას, თინანოს გარდა ცდილობენ სხვებსაც დაეხმარონ.
"გვერდში დგომა თანადგომა" გეგმავს მომავალშიც განაგრძოს საქველმოქმედო საქმიანობა. "ყველანაირ დახმარებას ვღებულობთ, რითიც დაგვეხმარებით, მადლობელი ვიქნებით" –აღნიშნა ერთ-ერთმა დამფუძნებელმა პავლე გურგენიძემ.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary