ბიბლიოთეკის კინოკლუბში სტუდენტების ფილმების ჩვენება გაიმართა
13 თებერვალი, 2014
ბიბლიოთეკის კინოკლუბში სტუდენტების ფილმების ჩვენება გაიმართა ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ეროვნული ბიბლიოთეკის კინოკლუბში თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტების ორი მოკლემეტრაჟიანი ფილმის "სესილიას ამბავისა" და „ორნის“ ჩვენება გაიმართა.


ღონისძიება თეატრალურ უნივერსიტეტსა და ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის დადებული მემორანდუმის ფარგლებში ჩატარდა.

„სესილიას ამბავის“ რეჟისორი ეკატერინე ებიტაშვილია. ამბობს, რომ ფილმის იდეა ერთი ჩვეულებრივი იდეასავით მოუვიდა: „სცენარიც მალე დაიწერა და გადაღებებიც დავიწყეთ. ფილმი შავ-თეთრია. ორი ადამიანის თანაცხოვრებასა და ურთიერთობებზეა, ბოლოს კი სახლი ნივთებისაგან იცლება და ცარიელდება. დანარჩენი მაყურებელმა უნდა შეაფასოს“.

მეორე ფილმი, რომელიც კინოკლუბში ნახა მაყურებელმა, ორი რეჟისორის: სანდრო სულაძისა და ლევან შუბაშვილის „ორნი“ იყო. როგორც ლევან შუბაშვილმა აღნიშნა, ფილმის გადაღების იდეა სანდროს ეკუთვნის: „ერთ დღეს დამირეკა და ფილმის გადაღება შემომთავაზა. მეც დავთანხმდი და უკვე მსახიობებსა და ოპერატორთან ერთად კასპის ხეობაში წავედით. ჩვენი ენერგიისა თუ მონდომების ხარჯზე, ყველაფერი კარგად დასრულდა“. ფილმმა მაყურებელში დისკუსია და განსხვავებული ინტერპრეტაციები გამოიწვია.

“ორნის“ ერთ-ერთი მთავარი გმირი აჩი მაკალათიაა, თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტი. მას მიაჩნია, რომ ახალგაზრდა რეჟისორები სერიოზულ იდეებს ეჭიდებიან და მიზანსაც კარგად ასრულებენ, თუმცა, მათით დაინტერესება არ ხდება. 

მაყურებელმა ფილმები დადებითად შეაფასა. ახალგაზრდა რეჟისორებმა კი აღნიშნეს, რომ ფილმების გატანას სხვადასხვა კინოფესტივალებზე აპირებენ და ახალ პროექტებზეც დაწყებული აქვთ მუშაობა.





გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary