ევროპის ახალგაზრდული პარლამენტის სასკოლო სესია
14 თებერვალი, 2014
       ევროპის ახალგაზრდული პარლამენტის სასკოლო სესია ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში "ევროპის ახალგაზრდული პარლამენტი-საქართველოს" სასკოლო სესია გაიმართა.

სესიის მიზანი იყო საქართველოს სკოლების მოსწავლეთა ჩართვა ევროპის ახალგაზრდული პარლამენტის პროექტებსა და მერვე ეროვნულ შესარჩევ კონფერენციაში. შემდგომში ისინი გაიგზავნებიან სხვადასხვა საერთაშორისო ფორუმსა და სესიაზე.
,,ევროპის ახალგაზრდული პარლამენტი'' (European Youth Parliament - EYP) საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტია, რომელიც დაარსებიდან (1987 წ.) დღემდე ხელს უწყობს ევროპელ ახალგაზრდებს, აქტიურად ჩაერთონ ახალგაზრდული პოლიტიკის წარმართვაში, გაიზიარონ განსხვავებული კულტურისა და ეროვნების ახალგაზრდების მოსაზრებები და ერთობლივად იმუშაონ საერთო ევროპული და გლობალური პრობლემების გადასაჭრელად. 

როგორც ამავე ორგანიზაციის წარმომადგენელი ნანა ხისნიშვილი ამბობს: "ვხედავ ბავშვების მონდომებას. მახსენდება ერთი ფრაზა, რომელიც არ შემიძლია, არ გავიმეორო: "ახალგაზრდობა თვით დედამიწას შეაბალანსებს". დიდი იმედი მაქვს, რომ მომავალში შევძლებთ სესიის მინიმოდელის ჩატარებას საქართველოს პარლამენტში. ევროპის ახალგაზრდული პარლამენტი არის აპოლიტიკური ორგანიზაცია, რომლის უპირველესი მიზანია ახალგაზრდებში დამოუკიდებელი სოციალურ-პოლიტიკური აზროვნების ჩამოყალიბება. ორგანიზაცია ახალგაზრდებს აძლევს შესანიშნავ შესაძლებლობას, გამართული ღონისძიებების ფარგლებში წარმოაჩინონ საკუთარი თავი და ქვეყანა, ევროპის სხვა სახელმწიფოების წარმომადგენლებთან ერთად განიხილონ და იმსჯელონ აქტუალურ პრობლემებზე და მათ შესაძლო გადაწყვეტის გზებზე, გაიცნონ და გაიზიარონ ევროპული ღირებულებები".

პროექტის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ ახალგაზრდები 16-დან 22 წლამდე, რომელთაც ფორუმის მიმდინარეობისას სხვადასხვა სტატუსი ექნებათ.

ევროპის ახალგაზრდულმა პარლამენტმა თავისი საქმიანობა საქართველოში საინიციატივო ჯგუფის სახით 2007 წლის დასაწყისში დაიწყო. თუმცა, საქართველო ორგანიზაციის სრულუფლებიან წევრად 2008 წლის აპრილში პრაღაში გამართულ საერთაშორისო სესიაზე აღიარეს.




გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary