საქართველოს უახლესი ისტორიის სულიერი ანალიზი
17 თებერვალი, 2014
საქართველოს უახლესი ისტორიის სულიერი ანალიზი ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა პარიზისა და ლევილის, ქართული სამრევლოს წინამძღვრის მამა გიორგი სხილაძის (ემიგრაციული ეკლესია) საჯარო ლექცია თემაზე - ,,საქართველოს უახლესი ისტორიის სულიერი ანალიზი".

მამა გიორგიმ ლექცია ილია ჭავჭავაძის ციტირებით დაიწყო: ,,ბრიყვნი ამბობენ... კარგი გული კი მაშინვე გრძნობს, ამ სიძულვილში რაოდენი სიყვარულია".

ლექცია იმ მანკიერებების მხილებას მიეძღვნა, რაც მოძღვრის აზრით, საბჭოური წყობილებიდან დღემდე არის ქართულ სამოციქულო ეკლესიაში. 

,,აუცილებელია, ჩატარდეს ნამდვილი რუის-ურბნისის საეკლესიო კრება. თავად აღმაშენებელიც კი ვერ მიაღწევდა ეროვნულ გამარჯვებას, გნებავთ დიდგორის ველზე, თუ არ ჩაატარებდა დიდ საეკლესიო კრებას" - განაცხადა მამა გიორგიმ.

დღეს საქართველოს ეკლესიის რეალობაში არ არსებობს საეკლესიო სასამართლო, რაც კიდევ ერთ დანაშაულად მიაჩნია ემიგრანტ მოძღვარს. თავისი აზრის განსამტკიცებლად მან მოიხმო იესოს მხილება მღვდელმთავრებისადმი: ,,უმთავრესი მიგიტოვებიათ - სამართალი".

მოძღვარი მიიჩნევს, რომ უღირსი სასულიერო პირების მხილება თავისი მოვალეობაა და ყბადაღებულ თემას - ,,კარგი რაღაცეებიც ხომ ხდება ეკლესიის მიერ" - ამგვარად ეხმიანება: ,,იუდა იმისთვის როდი იქება, რომ სასწაულებს აღასრულებდა, არამედ ემხილება უფლის ღალატისთვის".

მამა გიორგიმ ხაზი გაუსვა, რომ ,, წითელი საქართველოს" პერიოდში ამბიონებიდან ხდებოდა პარტიული სულისკვეთების გაღვივება და რომ ამ მხრივ მნიშვნელოვნად არაფერია შეცვლილი: ,,ნამდვილად მინდა გითხრათ, რომ ილია მეორე დიდი მეხოტბეა იოსებ სტალინის. საკუთარი თვალით მაქვს ნანახი, როგორ აქვს კელიაში უწმინდესს ჯუღაშვილის ფოტო". 

ყურადღება გამახვილდა მრუშობისა და მემთვრალეობის ცოდვაში მხილებულ იერარქებზე, რომლებიც, როგორც მოძღვარი ირწმუნება, განკვეთის ნაცვლად დაწინაურებებს იღებენ: "მე ვიცი ორგზის დაწინაურებული ,,სოდომელი". 

ლექცია დისკუსიით შეჯამდა, სადაც მოძღვარმა პატრიარქის გადაწყვეტილება მონათლოს ყოველი მესამე და შემდგომი ბავშვი, მკაცრად დაგმო. ,,კანონში წერია, რომ ერთი ნათლიის მიერ მონათლულთ ერთმანეთში ქორწინება ეკრძალებათ. პატრიარქს კი შეცვალოს კანონი, ამის ხელეწიფება არა აქვს".


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary