კონფერენცია თემაზე - "თანამედროვე არაბული ქვეყნები, სივრცე , ხალხი, პოლიტიკა"
11 ივნისი, 2013
ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტების კონფერენცია თემაზე - "თანამედროვე არაბული ქვეყნები, სივრცე, ხალხი, პოლიტიკა" გაიმართა.
სტუდენტების თემებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო თანამედროვე მოვლენებს, რომელთა შორის აღსანიშნავია ე.წ. "არაბული გაზაფხული" და სხვა პოლიტიკური საკითხები. გარდა ამისა, წარმოდგენილი იყო სხვადასხა კულტურული, პოლიტიკური და გეოგრაფიული თემა. ზოგიერთი მათგანი საქართველოსა და არაბეთის ურთიერთობებს ეხებოდა. კონფერენციაში 10-მდე სტუდენტი მონაწილეობდა.
ღონისძიება ახლო აღმოსავლეთის ისტორიის განყოფილების უფროსმა მეცნიერმა ნანი გელოვანმა გახსნა. "მიხარია, რომ სწორედ ამ სათაურით ტარდება ეს კონფერენცია, იმედია, კიდევ უფრო გაამდიდრებთ თქვენს ცოდნას, იმიტომ, რომ ძალიან მრავალფეროვანია წარმოდგენილი თემატიკა" - აღნიშნა ნანი გელოვანმა.
კონფერენციის დასრულების შემდეგ სტუდენტებს სერტიფიკატები გადაეცათ.