საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტზე მომუშავე უწყებათაშორისი საბჭოს შეხვედრა გაიმართა.
დღევანდელ შეხვედრას ესწრებოდნენ, როგორც მინისტრების მოადგილეები, ასევე პარლამენტის წევრები.
საკოორდინაციო საბჭოს წარმომადგენლებმა ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტის შესახებ ისაუბრეს. მათ განიხილეს დოკუმენტში შემავალი პუნქტები და გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები.
ახალგაზრდული პოლიტიკის მიზანია, ხელი შეუწყოს ახალგაზრდების სრულფასოვანი განვითარებისათვის შესაბამისი გარემოს შექმნას, სადაც ახალგაზრდები შეძლებენ საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზებას და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში აქტიურად ჩართვას.
შეხვედრაზე საკოორდინაციო საბჭომ ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტი განიხილა, რის შედეგადაც საბოლოო ვერსია საქართველოს მთავრობას წარედგინება დასამტკიცებლად.
დოკუმენტში შემავალი ასპექტები გულისხმობს: ახალგაზრდებისათვის ცოდნის ხელშეწყობას, სამსახურით უზრუნველყოფას, ახალგაზრდების ჩართვას საერთაშორისო პროგრამებში, მათ მიერ ინიცირებული პროექტების დაფინანსებას, კულტურული და შემოქმედებითი ღონისძიებების ხელშეწყობას, ასევე საზღვარგარეთ განათლების მიღების შესაძლებლობას.
საქართველოს მთავრობამ უნდა იზრუნოს ახალგაზრდების ჯანმრთელობაზე, სოციალურ მხარდაჭერასა და დაცვაზე. სწორედ ამ ასპექტებს ითვალისწინებს დოკუმენტი, რომელიც დღეს უწყებათაშორისმა საბჭომ განიხილა.