42 ქუთაისელი სტუდენტი ხვალ ბაკურიანში გაემგზავრება
19 თებერვალი, 2014
42 ქუთაისელი სტუდენტი ხვალ ბაკურიანში გაემგზავრება ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი შოთა მურღულია მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის მიერ გამართულ კონკურსში გამარჯვებულ ახალგაზრდებს შეხვდა.

პროექტის "თვითმმართველობა, აქტიური მოქალაქეობა და ჩართულობა - ახალგაზრდები ქუთაისის განვითარებისათვის" ფარგლებში 42 სტუდენტი 20–25 თებერვალს დაბა ბაკურიანში სემინარში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრება.

სემინარში მონაწილეობის მისაღებად სტუდენტები 7-კაციანი კომისიის მიერ კონკურსის გზით შეირჩნენ. 

ქუთაისის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსის ვანო ბუხაიძის თქმით, მსგავსი სახის სემინარები მომავალშიც გაგრძელდება.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary