უკრაინელი ხალხის მხარდამჭერი აქცია თბილისში
19 თებერვალი, 2014
გალერეა
უკრაინელი ხალხის მხარდამჭერი აქცია თბილისში ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
დღეს თბილისში ყოფილი პარლამენტის შენობის წინ მშვიდობიანი საპროტესტო აქცია "სოლიდარობა უკრაინას" გაიმართა.


დემონსტრაციის წევრები თანადგომას უცხადებდნენ უკრაინელ ხალხს. აქცია სოციალურ ქსელში დაიგეგმა და საღამოს შვიდი საათისთვის დაიწყო, თავდაპირველად საზოგადოების აქტივობა არ შეინიშნებოდა, თუმცა, ძალიან მალე მათ სხვადასხვა ახალგაზრდული ორგანიზაცია შეუერთდა. საპროტესტო აქციაზე მისულები იყვნენ ოჯახის წევრებით, ბავშვებით, ძაღლებით. მონაწილეებს ჰქონდათ უკრაინული დროშები, ცისფერი და ყვითელი ბუშტები, ტრანსფარანტები წარწერით - "სოლიდარობა უკრაინელ ხალხს" . 

"დღეს აქციაზე ვარ ჩემს თანაგუნდელებთან ერთად, ჩვენ ვართ სტუდენტური მოძრაობა "ანტიპოდების" წარმომადგენლები. აქციაზე მოსვლით გამოვხატეთ ჩვენი აზრი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე. ჩვენი ორგანიზაცია სოლიდარობას უცხადებს უკრაინელ ხალხს და ვგმობთ უკრაინის შიდა საქმეებში რუსეთის ჩარევას. უკრაინელ ახალგაზრდებს, ჩვენ – ქართველი ახალგაზრდები - მოვუწოდებთ მკაფიოდ გამოხატონ საკუთარი აზრი უკრაინის ევროპულ არჩევანთან დაკავშირებით, ჩვენ მათ გვერდით ვართ" – განაცხადა აქციის ერთ–ერთმა მონაწილემ, ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა ალექსანდრე ტივაძემ. 

აქციაზე ქართველებთან ერთად საქართველოში მცხოვრები უკრაინელებიც იყვნენ, რომლებიც თავის თანამოქალაქეებს თბილისიდან უცხადებდნენ თანადგომას. აქციაზე ოჯახის წევრებსა და ქართველ მეგობრებთან მოსულ ერთ–ერთ უკრაინელ სტუდენტს ვლადიმერ კირილენკოს გავესაუბრეთ: "მე ვამაყობ ჩემი ხალხით, ისინი სამაგალითონი არიან, მე შევდივარ სოციალურ ქსელებში,ტვიტერში და სხვადასხვა ბლოგზე, ხალხი უკრაინელებს გმირებს უწოდებს, ისინი მართლაც გმირები არიან. მე გული მტკივა,რომ დღეს მათთან არ ვარ სხვადასხვა მიზეზის გამო. მინდა იცოდნენ უკრაინაში მყოფმა ჩემმა მეგობრებმა, რომლებიც ამ წამებშიც აქციაზე არიან, რომ უნდა გამაგრდნენ და გაძლიერდნენ, ერთ დღეს ჩვენი შვილები გაიხსენებენ ამ დღეებს და აუცილებლად იამაყებენ თქვენით".

მოსახლეობას მოგვიანებით ცნობილი პოლიტიკური სახეებიც შეუერთდნენ. გარდა თბილისისა, უკრაინელი ხალხის მხარდამჭერი აქციები მიმდინარეობდა ქუთაისშიც. აქცია მესხიშვილის თეატრის წინ 18:00 საათზე დაიწყო.




გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary