,,ვკითხულობთ თანამედროვე დრამატურგიას’’
19 თებერვალი, 2014
,,ვკითხულობთ თანამედროვე დრამატურგიას’’ ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
"კახა ბაკურაძის მოძრაობის თეატრმა" და გამომცემლობა "არტანუჯმა" დაიწყო პროექტი "ვკითხულობთ თანამედროვე დრამატურგიას" - სხვადასხვა რეჟისორის მიერ მიწვეული მსახიობები "თანამედროვე დრამატურგიის სერიის" ფარგლებში გამოცემულ პიესებს ყოველთვიურად წაიკითხავენ.

,,ვკითხულობთ დანამედროვე დრამატურგიის" პირველი სერია მიეძღვნა გერმანელი დრამატურგისა და პროზაიკოსის დეა ლოერის პიესას "ცხოვრება რუზველტის მოედანზე", რეჟისორია იოსებ ბაკურაძე, მთარგმნელი კი - ანა კორძაია-სამადაშვილი.

პიესა თანამედროვეობის ისეთ პრობლემებს ეხება, რომლებიც ჩვენში ლატენტურად დევს. თითქოს ამაზე ყველა საუბრობს, მაგრამ მოგვარება არ ხდება. ეს პრობლემები კი რეალურ დრამას ქმნის და ზოგჯერ ტრაგედიასაც კი. პიესა ემოციური პასაჟებით არის დატვირთული. ,,შეეშალათ და მოკლეს, ალბათ, ღმერთმა მაგრად იცინა", ,,ზოგჯერ მაინც არ ფიქრობთ, რომ ეს თქვენი ცხოვრება ნამდვილი ცხოვრება არ არის?", ,,აქ რას აკეთებთ? - ვსუნთქავ", ,,მე მინდა ბედნიერი ვიყო ერთხელ მაინც", ,,ეს მე ვყარვარ და არ ვწუხვარ... ყველამ უნდა იყნოსოს", ,,ყველგან ტკივილია, ყველგან ტკივილია", ,,ესაა დღიური, სადაც დღიდან დღემდე განსაკუთრებული არაფერი ხდება და დღეს მაინც დამთავრდა" - ეს იმ ფრაზების მცირე ჩამონათვალია, რომლებითაც პიესის მომქმედნი გმირნი საუბრობენ და რომლებიც თავის სიმძაფრეს კონტექსტიდან ,,ამოგლეჯის" შემთხვავაშიც არ კარგავენ.
საღამო გაიხსნა პროექტის პრეზენტაციითა და ანა კორძაია-სამადაშვილის შესავალი სიტყვით, პრეზენტაციის ფარგლებში დაანონსდა კონკურსი, რომელმაც შემდეგი თვის კითხვ(ებ)ის რეჟისორები უნდა გამოავლინოს.
ანა კორძაია-სამადაშვილის თქმით: ,,არც კი მიოცნებია, რომ ოდესმე ადამიანები შეიკრიბებოდნენ იმიტომ, რომ მოესმინათ ამ პიესისთვის..." 

დამსწრე საზოგადოებას აქვე შეეძლო შეეძინა "თანამედროვე დრამატურგიის სერიით" გამოცემული სამი წიგნი (გერმანულენოვანი დრამატურგიის ორი ტომი და სპარსული დრამატურგია) 40%-იანი ფასდაკლებით, თითო ტომი მხოლოდ 10 ლარად.



გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary