დისკუსია ქართულ-აფხაზური დიალოგის შესახებ ილიაუნიში
11 ივნისი, 2013
დისკუსია ქართულ-აფხაზური დიალოგის შესახებ ილიაუნიში ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
11 ივნისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალგაზრდა სოციალისტთა კლუბის ორგანიზებით გაიმართა დისკუსია ქართულ-აფხაზური დიალოგის პროცესებზე. აღნიშნული საკითხით დაინტერესება გამოიწვია ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდამ.

ისტორიკოსმა დათო ჯიშკარიანმა, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანაშემწემ ლალი დევიძემ და ქართულ-აფხაზური დიალოგის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ანი ფირცხალავამ ისაუბრეს მათ მიერ შეტანილი წვლილსა და პრობლემების მოგვარების გზებზე.

რეინტეგრაციის მინისტრის თანაშემწის ლალი დევიძის თქმით, საჭიროა აფხაზების ნდობის მოპოვება მათთან კონფლიქტების მოსაგვარებლად. აფხაზებთან ურთიერთობისას მნიშვნელოვანია, ემოციების კონტროლი, ცოდნა იმისა, თუ როგორ მიაწოდოთ მათ ინფორმაცია კონფლიქტების მოსაგვარებლად. ,,ჩვენი აქტიურობით წვლილი შევიტანეთ და შევეცადეთ ზეგავლენა მოგვეხდინა პოლიტიკაზე, დღემდე ვაგრძელებ აფხაზებთან ურთიერთობას და მათი იმ იდეების განხორციელებას, რომელსაც შემოგვთავაზებენ" – აღნიშნა ლალი დევიძემ და აქვე დასძინა, რომ თანამშრომლობა ძირითადად კულტურის მიმართულებით და საგანმანათლებლო ტიპის პროექტების ფარგლებში ხდება.

ისტორიკოსი დათო ჯიშკარიანი მიიჩნევს, რომ ქართულ-აფხაზური დიალოგის პრობლემატურობა მდგომარეობს იმაში, რომ ვერ ხდება ახალი იდეების გენერირება. ,,დღესაც ვსაუბრობთ იმ თემებზე, რაზეც 20 წლის წინ. მსგავსი დამოკიდებულებით ჩვენ შორს ვერ წავალთ".

,,ახალგაზრდული შეხვედრები ერთ-ერთი რგოლია კონფლიქტის მოგვარებაში. უარყოფითი მხარე მდგომარეობს იმაში, რომ ამ შეხვედრებში მონაწილეობს ერთი და იგივე ხალხი" - განაცხადა ქართულ-აფხაზური დიალოგის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ანი ფირცხალავამ და აღნიშნა, რომ მედიის მხრიდან საჭიროა მეტი დაინტერესება და აღნიშნული საკითხის გაშუქება.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary