შეხვედრა გია ეძგვერაძესთან
21 თებერვალი, 2014
შეხვედრა გია ეძგვერაძესთან ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
თბილისის სამხატვრო აკადემიაში მხატვარ გია ეძგვერაძესთან შეხვედრა გაიმართა.


"დასავლეთში კარგად ესმით, კულტურამ რა გამოიმუშავა და რა ნაბიჯები უნდა გადადგას მომავლისკენ. ეს ყველაფერი დაკავშირებულია ფილოსოფიასთან, სერიოზულ კვლევებთან, რაც ფსიქოანალიტიკამ მოიტანა" - განაცხადა გია ეძგვერაძემ.
მან შედარება გააკეთა აქაურ და დასავლეთის განათლებაზე კულტურის შესახებ. გია ეძგვერაძემ ასევე აღნიშნა, რომ დასავლეთში არ არის ისეთი დიდი ინტერესი ხელოვნებისადმი, როგორც აქ. სტუდენტებს არ ასწავლიან, რა როგორ უნდა გააკეთონ აი, მაგალითად, არ უბნებიან: შენ ასე ხატავ, ასე გააკეთე და მომავალში უკეთ გამოგივა და ა. შ.

ლექცია კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

გია ეძგვერაძე 1989 წლიდან გერმანიაში ცხოვრობს. მისი ნამუშევრები და პერფორმანსები ევროპის არაერთ ცნობილ გალერეასა თუ მუზეუმებში იყო ნაჩვენები. გია ეძგვერაძის ნამუშევრები დაცულია დაიმლერის ხელოვნების კოლექციაში (ბერლინ/შტუტგარტი), ინგვილდ და შტეფან გიოცის კოლექციაში (მიუნხენი), თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში (ბუდაპეშტში), ტრეტიაკოვის გალერეაში (მოსკოვი), იოხან და სიუზი ჰოლის კოლექციაში (მიუნხენში) და ა.შ. გია ეძგვერაძე, როგორც მიწვეული პროფესორი, სხვადასახვა დროს ლექციებს კითხულობდა ბერლინისა და დიუსელდორფის სამხატვრო აკადემიებში. 2007-2010 წლებში იგი ბონის სოციალური მეცნიერებებათა და ხელოვნების უნივერსიტეტის პროფესორია.



გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary