ნინო ჭიჭინაძის გამოფენა გალერეა „ვანდაში“
21 თებერვალი, 2014
გალერეა
ნინო ჭიჭინაძის გამოფენა გალერეა „ვანდაში“ ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
გალერეა "ვანდაში" ნინო ჭიჭინაძის გამოფენა გაიხსნა. ახალგაზრდა მხატვარი საზღვარგარეთ მოღვაწეობს, მისი ნახატები, ძირითადად, თურქეთში გამოიფინება.


მხატვრისთვის საქართველოში ეს პირველი პერსონალური გამოფენაა, სადაც ზეთში შესრულებული 30–მდე ნამუშევარი იქნება წარმოდგენილი. 

ნინო ჭიჭინაძემ 2002 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია მონუმენტური დეკორაციის განხრით. შემდეგ, მუშაობდა სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიაში დიზაინერად.

"ჩემს ცხოვრებაში იყო პერიოდი, როდესაც რაღაც დროის განმავლობაში არ ვმუშაობდი, მაგრამ სულ ვხატავდი, ამის შემდეგ სამუშაოდ თურქეთში წავედი და უკვე რამდენიმე წელია, რაც იქ აქტიურად ვმოღვაწეობ. მაქვს სხვადასხვა ქალაქში პერსონალური გამოფენები. მიხარია დღევანდელი დღე, რადგან პირველად გაიხსნა ჩემი ნახატების გამოფენა თბილისში" – თქვა აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ნინო ჭიჭინაძემ.

გამოფენას მხატვრის მეგობრებთან ერთად ბევრი ხელოვანი და სტუმარი ეწვია.

"მეგობრისგან გავიგე დღევანდელი გამოფენის შესახებ, ხშირად ვსტუმრობ ამ გალერეას და ყოველთვის ნასიამოვნები მივდივარ, მიხარია,რომ არც დღევანდელი საღამოა გამონაკლისი. ძალიან ნიჭიერი და სასიამოვნო გოგონაა ნინო, წეღან ვისაუბრეთ და მიხარია მისი პირადად გაცნობა. წარმატებებს ვუსურვებ და აუცილებლად მოვალ კვირის ბოლომდე კიდევ ერთხელ. უკვე ჩემი ფავორიტი ნახატიც მაქვს" – განაცხადა საღამოს ერთ–ერთმა სტუმარმა ანი მალაზონიამ.

გამოფენაზე წარმოდგენილი დეკორატიული სახის ნამუშევრები ბოლო ერთი წლის განმავლობაში შეიქმნა. 

გალერეა "ვანდაში" ნინო ჭიჭინაძის გამოფენა ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary