თსუ-ში სისხლის ბანკი გაიხსნა
11 ივნისი, 2013
თსუ-ში სისხლის ბანკი გაიხსნა ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter

სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სისხლის ჩაბარების აქცია გაიმართა სახელწოდებით " მომავალი მომავლისათვის". პროექტი ერთი დღე გაგრძელდება, ის სასწავლო კურსის "დემოკრატია და მოქალაქეობა" ფარგლებში ჩატარდა და მიზანი ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დასახმარებაა. აქციაში მონაწილეობა მხოლოდ სტუდენტებისთვის იყო შესაძლებელი. პროექტის პარტნიორია იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ბაზაზე არსებული "სისხლის ბანკი".
როგორც პროქტის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, მე-2 კურსის სტუდენტმა მარიამ კუბლაშვილმა აღნიშნა, მსგავსი ხასიათის აქციის გამართვა ადრეც უნდოდა და იმედი გამოთქვა, რომ სტუდენტების მიერ გაღებული სისხლი ნამდვილად დაეხმარება ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს.
პროექტში მონაწილეობის მსურველი საკმაოდ ბევრი იყო. ხატია გიორგობიანი თსუ-ს მე-3 კურსის სტუდენტია და მსგავს აქციაში პირველად მონაწილეობს: " მიხარია, რომ აქცია იმართება, მნიშვნელოვანია სისხლის გაღება იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ეს ნადვილად სჭირდებათ".

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary