საქართველოს საგარეო პოლიტიკა სტაბილური უსაფრთხოების ძიებაში
24 თებერვალი, 2014
საქართველოს საგარეო პოლიტიკა სტაბილური უსაფრთხოების ძიებაში ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კონრად ადენაუერის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის უახლესი წიგნის "საქართველოს საგარეო პოლიტიკა სტაბილური უსაფრთხოების ძიებაში" პრეზენტაცია გაიმართა.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ თსუ–ს რექტორი ლადო პაპავა და საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე. 

"ეს არის მნიშვნელოვანი დღე, რადგან თითოეულმა ჩვენგანმა უნდა იცოდეს საქართველოს, როგორც შიდა, ასევე საგარეო პოლიტიკა. ამ წიგნში აღწერილია ქვეყნის ეკონომიკური და პოლიტიკური პრობლემები. დარწმუნებული ვარ, ეს წიგნი მომავალ საქართველოს დაგვანახებს" - განაცხადა ლადო პაპავამ.

"ალბათ, იცით, რომ უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ აქ 2 წელს ვმუშაობდი. ამის შემდეგ აქ აღარ მოვსულვარ, ამიტომაც ამაღელვებელი იყო ამდენი ხნის შემდეგ ჩემი აქ მოსვლა. რაც შეეხება წიგნს, ეს არის ჩემი და ბატონი ლადო პაპავას ცხოვრების ქართული და უსასრულო გზა. მიხარია, ამდენ ახალგაზრდას რომ ვხედავ, რადგან ეს წიგნი გეკუთვნით თქვენ" - აღნიშნა თედო ჯაფარიძემ.

პრეზენტაცია ინგლისურ ენაზე წარიმართა და 1 საათს გაგრძელდა.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary