საზაფხულო სკოლა „გლობალური მენეჯმენტი 2014“
25 თებერვალი, 2014
     საზაფხულო სკოლა „გლობალური მენეჯმენტი 2014“ ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
დღეს სტუდენტებმა ინფორმაცია მიიღეს კავკასიის უნივერსიტეტის პარტნიორ ზემო ავსტრიის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლა "გლობალური მენეჯმენტი 2014"–ის შესახებ.

"ზემო ავსტრიის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი (UASUA) არის ეროვნული ლიდერი თავის სფეროში, რომელიც სტუდენტებს სთავაზობს საერთაშორისოდ აღიარებულ, პრაქტიკაზე ორიენტირებულ პროგრამების სწავლას ოთხ ადგილას. ასევე უნივერსიტეტი საქართველოს გარდა, თანამშრომლობს 200 ქვეყნის უნივერსიტეტთან. პროგრამის მიხედვით ბავშვები ისწავლიან უნივერსიტეტის აუდიტორიებში და იცხოვრებენ სტუდენტურ რეზიდენციებში. ასეთი პროგრამა უფრო მოზრდილი ასაკის ბავშვებსა და ჯგუფებზეა გათვლილი. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უნივერსიტეტი დიდ ქალაქშია, პროგრამა ითვალისწინებს ჯგუფს, რომელსაც თან ახლავს ხელმძღვანელი" - განაცხადა UASUA–ს ავსტრიელმა წარმომადგენელმა.

გათვალისწინებული სასწავლო კურსის გარდა, მონაწილეები გერმანული ენის კურსებს დაესწრებიან და მონაწილეობას მიიღებენ საექსკურსიო ტურებში. 

პროგრამის დასრულების შემდეგ თითოეულ მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი, რომელთა საფუძველზე მათ მიერ მიღებულ კრედიტებს კავკასიის უნივერსიტეტი აღიარებს. 

პროგრამა დაგეგმილია 2014 წლის 30 ივნისიდან 19 ივლისამდე ქალაქ სტეიერსა და ქალაქ კოპერში.






გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary