ტიმ კაჰილის მოხსენება „ლიგამუსში“
26 თებერვალი, 2014
                              ტიმ კაჰილის მოხსენება „ლიგამუსში“ ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
"ლიგამუსში" ამერიკელმა მოგზაურმა მწერალმა ტიმ კაჰილმა მოხსენება "What it Takes to Be a Traveller" წაიკითხა.

შეხვედრის ორგანიზატორი იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ლევან ცაგარელი, ხოლო მოხსენებას წარუძღვა ამავე უნივერსიტეტის პროფესორი ბელა წიფურია. 

ტიმ კაჰილმა მოხსენებაზე, ძირითადად, ისაუბრა თავისი ისტორიული მოგზაურობების შესახებ და დამსწრე საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია უცნობ და საინტერესო ქვეყნებზე. სხვა მოგზაურებისგან განსხვავებით, ის აქცენტს აკეთებდა ბუნებაზე. როგორც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ბელა წიფურიამ აღნიშნა: ,,ტიმ კაჰილი არის მწერალი სპეციალური ჟანრისა, რომელიც ითვალისწინებს სხვადასხვა ქვეყნის მონახულებასა და შემდეგ შთაბეჭდილებების გაზიარებას დაინტერესებული პირებისთვის". 

მოხსენება ინგლისურ ენაზე წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში. 

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრანტმა ირაკლი ქავთარაძემ, რომელსაც ასევე იტაცებს ეს ჟანრი, აღნიშნა, რომ მოხსენება შეიცავდა კონკრეტულ თავგადასავალს, გამოცდილებას, რომლებიც მოგზაურობის დროს გადახდა ტიმ კაჰილს: ,,ვფიქრობ, პირადი განვითარებისთვის ეს მოხსენება ძალზე მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის".

მოხსენების დასასრულს ტიმ კაჰილმა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს თავისი წიგნი უსახსოვრა.
ის ავტორია რვა წიგნისა: "გაატარე ჭია", "იაგუარებმა დაგლიჯეს ჩემი სხეული", "სამურავი ჭამს ჩემს ფეხს", "იხვების მიერ სიკვდილამდე ჩანისკარტებული", "გზის ციებ-ცხელება", "დელფინები", "დამარხული სიზმრები" და "შეაჩერეთ გასხივოსნება".

ტიმ კაჰილმა აღნიშნა, რომ თუკი საქართველოს ბუნების შესწავლას მოახერხებს მომავალში, შეიძლება საქართველოზეც დაწეროს წიგნი.




გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary