2013 წელს განათლების პოლიტიკის დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტმა (EPPM) ფონდ ”ღია საზოგადოება- საქართველო”-ს ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა პროექტი „უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სტრატეგიული განვითარება საქართველოში - რეფორმის განხორციელების მხარდამჭერი პლატფორმის ჩამოყალიბება“. პროექტის პარტნიორები იყვნენ: TEMPUS-ის ეროვნული ოფისი, სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი(CSS), საერთაშორისო განათლების ცენტრი(CIE) და ღია საზოგადოების ფონდების აკადემიური მხარდაჭერის პროგრამა(AFP).
პროექტის მიზანი ქვეყნის უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების სტრატეგიული მიმართულებების იდენტიფიცირება და სექტორის გარდაქმნის სტრატეგიული გეგმის შემუშავება იყო. პროექტში მონაწილეობდნენ ექსპერტები: თამარ ზაალიშვილი, ლელა ჩახაია, ლალი ბაქრაძე, თამარ ბრეგვაძე, ირინე დარჩია და ლიკა ღლონტი.
რეგიონებში დაგეგმილი დისკუსიის მიზანია აკადემიური საზოგადოების, სტუდენტების, სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებისა და სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ჩართვა უმაღლესი განათლების რეფორმის პროცესში.

„2014 წლის თებერვალში ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველო“-ს ინიციატივით საჯარო დისკუსია გაიმართება საქართველოს რეგიონებში, კერძოდ: ქუთაისში, ბათუმში, თელავში, გორსა და ახალციხეში. ამჯერად, დაგეგმილი გვაქვს დოკუმენტაციების წარდგენა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ხოლო ხვალ ბათუმში, ველოდებით ამ პრეზენტაციებზე დამსწრე საზოგადოების გამოხმაურებას. მათ გავუგზავნეთ დოკუმენტები წინასწარ, რათა გაცნობოდნენ და შემდეგ წარმოედგინათ ამ დისკუსიების დროს ჩვენთვის შენიშვნები, რეკომენდაციები, საინტერესო მოსაზრებები“ - განაცხადა ფონდ „ღია საზოგადოება- საქართველო“-ს პროგრამის კოორდინატორმა ნინო კიკნაველიძემ.