ახალგაზრდები წნორის სტადიონისა და პარკის რეაბილიტაციას მოითხოვენ
27 თებერვალი, 2014
გალერეა
ახალგაზრდები წნორის სტადიონისა და პარკის რეაბილიტაციას მოითხოვენ ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
„გამოიყენე შენი უფლება და მართე შენი ქალაქის ბიუჯეტი!“- ამ ლოზუნგით წნორში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა დღეს კრება გამართეს. ისინი "სოფლის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის" ფარგლებში წნორის სტადიონისა და სკვერის რეაბილიტაციას მოითხოვდნენ. ქალაქის მაცხოვრებლებმა ხელი მოაწერეს წნორის სკვერში საბავშვო ატრაქციონების დადგმისა და გამწვანების ინიციატივას. ახალგაზრდები, ასევე ითხოვდნენ, კვენაკლისსკვერისა და სტადიონის ტერიტორიებზე გარე განათების დაყენებას.

„წნორში არსებულ პატარა სტადიონს აღარ აქვს ხელოვნური საფარი, განათება და ღობე, რაც ქალაქს აწუხებს. ამასთან სკვერში არ არის სათანადო გამწვანება, საბავშვო ატრაქციონები. წლების განმავლობაში ახალგაზრდები ღამით ანთებდნენ საბურავებს, სკვერი რომ გაენათებინათ. ამიტომ, სამართლიანი იქნება, თუ ქალაქისათვის გამოყოფილი თანხის ნაწილით ეს პრობლემა გადაწყდება“- აღნიშნა 22 წლის სტუდენტმა ნანა ბაგალიშვილმა, რომელიც ახალგაზრდული ორგანიზაცია "სამოქალაქო ინიციატივის" აღმასრულებელი დირექტორია.

სოლიდარობა წნორელ ახალგაზრდებს თბილისელმა ახალგაზრდებმა და სტუდენტებმაც გამოუცხადეს. ქალაქში სპეციალურად ამ აქციისთვის ჩავიდა სტუდენტი გიგი ყაჯრიშვილიც. მისი თქმი, „ახალგაზრდებს არ აქვთ საშუალება, წნორში სპორტული ცხოვრებით იცხოვრონ, თავი აარიდონ ლოთობასა და ნარკომანიას. ამიტომ მოთხოვნა სამართლიანია და პრობლემის გადაწყვეტას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებ“.


ფოტო ნანა ბაგალიშვილი

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary