შეხვედრა დოქტორანტურის საგრანტო კონკურსში გამარჯვებულებთან
28 თებერვალი, 2014
შეხვედრა დოქტორანტურის საგრანტო კონკურსში გამარჯვებულებთან ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე დოქტორანტურის საგრანტო კონკურსში გამარჯვებულებს შეხვდა.

სადოქტორო კონკურსში გამარჯვებული სტუდენტების რაოდენობამ 2013–2014 წლებში 135 შეადგინა. მინისტრმა კმაყოფილება გამოთქვა გრანტის მომპოვებელთა რაოდენობით და ისურვა მათი რაოდენობის გაზრდა.

"მოხარული ვარ ამ ახალგაზრდებთან შეხვედრით, ისინი ნამდვილად იმსახურებდნენ ამ სოლიდური გრანტის მოპოვებას. თუმცა, საქმე მარტო გრანტს არ ეხება, ეს ადამიანები ძალიან მალე კვალიფიციური პროფესიონალები გახდებიან, დაგვიდგებიან გვერდში, შემოვიყვანთ მათ სისტემაში და ერთად ვიზრუნებთ ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობისთვის. ჩვენ უნდა მოვიზიდოთ ეს ადამიანები სისტემაში. გარდა გრანტისა, სამომავლოდ დაგეგმილია სხვა ღონისძიებებიც, უშუალოდ სერტიფიცირების პროცესი და წამყვან უნივერსიტეტებთან ახლო თანამშრომლობა" – განაცხადა მინისტრმა.

შეხვედრაზე თამარ სანიკიძემ გამარჯვებულებსა და დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა ის მთელი რიგი სიახლეები, რაც დაკავშირებულია სადოქტორო საგრანტო კონკურსთან, მისი განცხადებით, სამინისტრო გრანტის გარდა, დააფინანსებს არასასწავლო გადასახადებს, უზრუნველყოფს გამარჯვებულებს სასწავლო რესურსით, შემოვა ახალი ინფრასტრუქტურა და ტექნიკა. სერტიფიცირების პარალელურად მოხდება სტაჟირებაც სხვადასხვა დაწესებულებაში.

"მიხარია, დღეს ამ ადამიანების გვერდით რომ ვარ, ავიღე 94 ქულა, სავარაუდოდ, სწავლას საფრანგეთში გავაგრძელებ და ვფიქრობ, ეს ყოველივე ძალიან კარგია, როგორც ჩემთვის, ასევე ქართული-ევროპული საგანმანათლებლო დაწესებულებების ურთიერთობებისთვისაც" – თქვა ერთ–ერთმა გამარჯვებულმა გიორგი გაფრინდაშვილმა.

თამარ სანიკიძემ შეხვედრის ბოლოს განაცხადა, რომ 2014–2015 წლები სადოქტურო საგრანტო კონკურსის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary