მათე გაბიცინაშვილის საჯარო ლექცია
28 თებერვალი, 2014
მათე გაბიცინაშვილის საჯარო ლექცია ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ეროვნულ ბიბლიოთეკაში თსუ-ს მაგისტრანტის მათე გაბიცინაშვილის საჯარო ლექცია გაიმართა თემაზე - "რელიგიური, საბაზრო და სეკულარული ფუნდამენტალიზმი, ანუ თანამედროვე კაპიტალიზმის კულტურული ლოგიკა".

ლექცია სამი ნაწილისაგან შედგებოდა. პირველ ნაწილში საუბარი იყო 1988 წელს გადაღებულ ფილმზე ,,ისინი ცხოვრობენ". მათე გაბიცინაშვილი შეეცადა, ეს ფილმი დამსწრე საზოგადოებისთვის აეხსნა კრიტიკული იდეოლოგიის მნიშვნელობით.


შემდეგ ნაწილში კი მათე გაბიცინაშვილმა ისაუბრა და გააკრიტიკა პოსტსაბჭოთა სივრცეში არსებული პოლიტიკის ბუნება.

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ლექტორმა, პოლიტოლოგმა ბაქარ ბერეკაშვილმა აღნიშნა, რომ ,,მსგავსი სიღრმისეული კრიტიკა საქართველოში ნაკლებად აქტუალურია, მომხსენებელმა ისაუბრა კაპიტალიზმის კრიზისზე. საინტერესო იყო ის, რომ მოხსენებაში ხაზი იყო გასმული იმაზე, თუ რამდენად მუშაობს კაპიტალიზმი იმ ფორმით, რა ფორმითაც იგი ხორციელდება ჩვენში. მსგავსი ჯანსაღი კრიტიკა, დისკუსია ამ მიმართულებთ საჭიროა, რაც შეიძლება მეტი".

ლექციას ესწრებოდნენ ის ადამიანები, ვისთვისაც საინტერესო იყო ჩვენს სოციალურ სინამდვილეში არსებული დომინანტური იდეოლოგიის ფორმის კრიტიკული ანალიზი.

ლექცია კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary