განათლების საერთაშორისო გამოფენა 2014
01 მარტი, 2014
განათლების საერთაშორისო გამოფენა 2014 ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
სასტუმრო "თბილისი მარიოტში" განათლების საერთაშორისო გამოფენა გაიხსნა.

გამოფენას UK Bridge-მა საქართველოში უკვე მეოთხედ უმასპინძლა. ღონისძიება დღის 12 საათზე გაიხსნა და საღამოს 6 საათამდე ღია იყო სტუმრებისთვის, დაინტერესებული სტუდენტებისა თუ მოსწავლეებისათვის, რომელთაც სწავლის გაგრძელება საზღვარგარეთ სურთ. გამოფენის პროცესში მაღალი დონის უნივერსიტეტები, კოლეჯები, სკოლა–პანსიონები და ენის სკოლები ევროპიდან და ამერიკიდან ცდილობდნენ, წარმოეჩინათ თავიანთი სასწავლო დაწესებულებების უპირატესობა. თითოეულ საგანმანათლებლო დაწესებულებას თავისი წარმომადგენელი ჰყავდა, რომელსაც დახმარებას ქართველი სტუდენტები უწევდნენ. 

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 12 სკოლა და უნივერსიტეტი. მათ შორის ისეთი სასწავლებლები, როგორებიცაა Buckswood Overseas Summer Schools და St Andrew's Cambridge & Select English Cmbridge and London.

"ბოლო წლების განმავლობაში საზღვარგარეთ სწავლის მსურველთა რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა, ჩვენ გვიხარია, რომ ვმასპინძლობთ ამ გამოფენას და ჩვენი კომპანიის საშუალებით სხვადასხვა ქვეყანაში – ბრიტანეთში, საფრანგეთში, შვეიცარიაში, გერმანიაში მიდიან ახალგაზრდები და იღებენ განათლებას. ეს გამოფენა სტუდენტებს, მოსწავლეებსა და მათ მშობლებს საშუალებას მისცემს, უკეთ გაეცნონ ამ პროგრამებს" – განაცხადა UK Bridge-ს წარმომადგენელმა ნუცა ქურიძემ.

წელს გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ჟურნალ National Geographic საქართველო, რომელმაც სტუმრებს მათი და მიწვეული უნივერსიტეტების ერთობლივი კონკურსის დეტალები გააცნო. 

"ძალიან საინტერესო გამოფენა იყო, მადლობა ორგანიზატორებს, რომ მე და ჩემს მეგობრებს მოგვეცა საშუალება ამ გამოფენაზე დასწრების. გავეცანი სხვადასხვა უნივერსიტეტის პროგრამებს, ვისაუბრე მათ წარმომადგენლებთან და ავარჩიე რამდენიმე სასწავლო დაწესებულება" – აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ერთ–ერთმა სტუმარმა ნინო ამონაშვილმა.

UK Bridge დაფუძნდა 2008 წელს. მას შემდეგ კომპანიამ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში 1500–ზე მეტი სტუდენტი ჩარიცხა სხვადასხვა სკოლაში, ინსტიტუტსა და კოლეჯში.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary