ნათია აბრამიას საჯარო ლექცია სამოქალაქო ჟურნალისტიკასა და თავისუფალ მედიაზე
11 ივნისი, 2013
ნათია აბრამიას საჯარო ლექცია სამოქალაქო ჟურნალისტიკასა და  თავისუფალ მედიაზე ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter

,,ინტერნიუსი-საქართველოს'' ოფისში ნათია აბრამიას, BBC-ის მსოფლიო ახალი ამბების სამსახურის პროდიუსერის, საჯარო ლექცია გაიმართა.

ლექციის თემა ეხებოდა სამოქალაქო ჟურნალისტიკასა და თავისუფალ მედიას.
ლექციის პარალელურად ნათია აბრამია დამსწრე საზოგადოებას ვიდეომასალას აჩვენებდა და ხაზს უსვამდა სოციალური ქსელების მნიშვნელობასა და სამოქალაქო ჟურნალისტიკის როლს. ლექციის განმავლობაში მან ასევე ისაუბრა მის მიერვე დაარსებულ არასამთავრობო ორგანიზაცია ,,მედიაპორტალზე'', რომელიც ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მიერ ფინანსდება და რომლის უმთავრესი  მიზანიც მედიის დამოუკიდებლობის ხელშეწყობაა.
,,აუცილებელია ადამიანების ჩართვა პროცესებში, თუმცა, ეს არ მოხდება თავისთავად. ეს იქნება საჩუქარი მხოლოდ იმ მედიისათვის, რომელიც პრაქტიულად იმუშავებს ჟურნალისტების ჩასართავად“ - განაცხადა  ნათია აბრამიამ.

 

,,სასიხარულოა, რომ არსებობს ასეთი ორგანიზაცია, რომელიც პროფესიულად უდგება სამოქალაქო ჟურნალისტიკის განვითარებას. ვიმედოვნებ, რომ ტრადიციული მედიის წარმომადგენლები კოლეგებად აღიქვამენ სამოქალაქო ჟურნალისტებს, რაც სამომავლოდ ხელს შეუწყობს ჯანსაღი მედიასივრცის არსებობას” - აღნიშნა ლექციაზე მყოფმა ნინო მაჭარაშვილმა.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary