Red Bull Collective Art გამოფენა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა. პროექტის იდეა სიურეალისტების პრინციპების ციფრულ სამყაროში გადმოტანა იყო. მასში მონაწილეობა მიიღეს, როგორც სტუდენტებმა, ასევე დამწყებმა და შემდგარმა დიზაინერებმა, ფოტოგრაფებმა და მხატვრებმა.
როგორც მონაწილეებმა აღნიშნეს, პროექტის საშუალებით ისინი ყველაზე მასშტაბური კრეატიული პროცესის მონაწილეები გახდნენ, რომელმაც 85 ქვეყანა გააერთიანა. გამოფენაზე წაერმოდგენილი იყო ნაშრომი, რომელიც 2000 ნამუშევრისგან შედგებოდა, ნახატის სიგრძე კი კილომეტრსა და 300 მეტრს შეადგენდა. ნამუშევრების შექმნა მონაწილეებს სპეციალურ ვებგვერდზე www.redbullcollectiveart.com შეეძლოთ. მონაწილეებს ნამუშევრის შექმნა შეეძლოთ, როგორც ფანქრით, ასევე საღებავითა თუ რომელიმე ციფრული პროგრამის საშუალებით.
,,ნახატი კოლექტიურად შეიქმნა, თითოეული ჩვენგანი ვნახულობდით წინა მხატვრის ნამუშევრის პატარა ნაწილს, რომელზე დაყრდნობითაც ვაგრძელებდით კომპოზიციას. ამ მეთოდით შეიქმნა ეს ნახატი და ყველა მონაწილემ შეიტანა თავისი წვლილი ხელოვნების ნიმუშის შექმნაში. ძალიან კარგია მსგავსი ღონისძიებები რომ ტარდება და მოხარული ვიქნებით, მომავალშიც თუ გაგრძელდება" - აღნიშნა პროექტის მონაწილემ ვაჟიკო ფრანგიშვილმა.

გამოფენას სტუდენტები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. მოსულ სტუმრებს ენერგეტიკული სასმელის დაგემოვნების საშუალებაც ჰქონდათ. შექმნილი ნამუშევრის ხილვა კი სპეციალურად დამონტაჟებულ მონიტორზე იყო შესაძლებელი. მას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსის ეზომ უმასპინძლა. ღონისძიება Red Bull-ის ორგანიზებით ჩატარდა. გამოფენის მსვლელობას ფონად დიჯეის მუსიკა გასდევდა.