,,თავისუფალი ასოციაციის’’ პრეზენტაცია 122-ე სკოლაში
04 მარტი, 2014
,,თავისუფალი ასოციაციის’’ პრეზენტაცია 122-ე სკოლაში ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
თბილისის 122-ე სკოლაში ვებჟურნალ ,,თავისუფალი ასოციაციის" პრეზენტაცია გაიმართა.

სამიზნე ჯგუფი დამამთავრებელი კლასების მოსწავლეები იყვნენ. პრეზენტაციის მიზანი იყო სკოლის მოსწავლეებსა და აბიტურიენტებს აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების შესახებ მიეღოთ ალტერნატიული ინფორმაცია.

როგორც 122-ე სკოლის დირექტორმა მაია ჭუმბურიძემ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა: ,,პრეზენტაცია საკმაოდ კარგი იყო. სხვა საკითხია, რომ მოსწავლეები ამგვარი თემების მიმართ ინტერესს არ იჩენენ. ისინი უმაღლესი სასწავლებლის არჩევისას უნივერსიტეტისა და ფაკულტეტის პრესტიჟულობით ხელმძღვანელობენ და საერთოდ არ ფიქრობენ, რას დაამთავრებენ და რა გამოვლენ".

122-ე სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლის სოფო სულაქველიძის თქმით: ,,ეს პრეზენტაცია ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან ჯერ ბოლომდე არ გადამიწყვეტია, თუ სად ჩავაბარებ. აუცილებლად გავეცნობი ჟურნალს და, ვფიქრობ, დამეხმარება გადაწყვეტილების მიღებაში. ასევე, დამაინტერესა სტაჟირების პროგრამამ. ვეცდები, მეც მივიღო მონაწილეობა". 

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,თავისუფალი ასოციაციის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ნუკა კეკელიას განცხადებით: ,,ამ შეხვედრამ გვიჩვენა, რომ მოსწავლეთა ინფორმირებულობა უმაღლეს სასწავლებლებში არსებული რეალური მდგომარეობის შესახებ ნულის ტოლფასია. ჩვენ ვცდილობთ, ინტერესი გავუღვივოთ მოსწავლეებს და დავიცვათ ისინი ზედაპირული ინფორმაციისგან".


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary