,,ფემინ არტის“ ნამუშევართა გამოფენა თსუ-ში
04 მარტი, 2014
           ,,ფემინ არტის“  ნამუშევართა გამოფენა თსუ-ში ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმის გალერეაში თსუ-ს პედაგოგებისა და მხატვარ ქალთა საერთაშორისო ორგანიზაცია ,,ფემინ არტის" საქართველოს ფილიალის წევრების ნამუშევრების ერთობლივი გამოფენა გაიმართა.

როგორც ,,ფემინ არტის" საქართველოს ფილიალის დირექტორმა და თსუ-ს სახვითი ხელოვნების პროფესორმა ლელა გელეიშვილმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, გამოფენა ტარდება ქალთა დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, რომელიც 3 მარტიდან 8 მარტამდე გაგრძელდება: ,,გამოფენაში მონაწილეობას იღებენ ხელოვან ქალთა საერთაშორისო ორგანიზაცია ,,ფემინ არტის" წევრები და აგრეთვე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პედაგოგები, რომლებიც ამავე ფაკულტეტზე ვიზუალურ ხელოვნებას ასწავლიან. ასევე მონაწილეობენ თბილისის სახელმწიფო უნივესიტეტის ვიზუალური ხელოვნების მაგისტარანტები და კურსდამთავრებულები. აქ წარმოდგენილია, როგორც სახვითი ხელოვნების, ისე გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები, ანუ ფერწერა, გრაფიკა, თექა, გობელენი".

გამოფენის გახსნაზე ,,ორგანიზაცია ,,ფემინ არტმა" წარმოდგინა ერთგვარი პერფორმანსი - მხატვარ ქალთა გაერთიანების ორმა წევრმა ანა ჩუბინიძემ და ანი ლაღიძემ ექსპრომტად შეასრულეს თითო ნამუშევარი, მოთელეს მშრალი თექა, რაც ნახევარ საათს გაგრძელდა.

მარიამ დევდარიანი ორგანიზაცია ,,ფემინ არტის" წევრი და ახალგაზრდა მხატვარია, ის ამ გამოფენის მნიშვნელობაზე გვესაუბრა: ,,გამოფენა, რომელიც ქალთა საერთაშორისო დღეს ეძღვნება, ძალიან მნიშვნელოვანი და სასიხარულოა, მიმაჩნია, რომ მსგავსი ტიპის გამოფენები ხშირად უნდა ჩატარდეს. აქ გამოფენილია ჩემი სამი ნამუშევარი, რომლებიც აბსტრაქტულ სტილშია შესრულებული. თითოეულ მონაწილე მხატვარს ვულოცავ ამ დღეს და წარმატებებს ვუსურვებ".

გამოფენაზე წარმოდგენილია სულ 60- მდე ნამუშევარი, რომელთა ნახვაც დამთვალიერებელს 9 მარტამდე შეეძლებათ.




გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary