აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ორი წელია თანამშრომელ ქალბატონებს დედისა და ქალთა დღეს ღონისძიებით ულოცავს და სიმბოლურად ყვავილებით ასაჩუქრებს.
ტრადიციისამებრ დღეს 3 საათზე აწსუ-ს სააქტო დარბაზში გაიმართა ღონისძიება, სადაც პირველი ნაწილი დაეთმო კლასიკურ მუსიკას, შემდეგ კი აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის ცეკვისა და სიმღერის ანსამბლებმა "კოლხა"-მ და "ადილა"-მ დაიკავა სცენა.
ღონისძიების ბოლოს შესრულდა უნივერსიტეტის ჰიმნი (კომპოზიტორი: მარიკა კვალიაშვილი, ავტორი: ომარ გვეტაძე).
,,უნივერსიტეტის ადმინიტრაცია ამ მნიშვნელოვან დღეს თითოეული თანამშრომლის მიმართ გამოხატავს პატივისცემასა და კეთილგანწყობას. ღონისძიება უნივერსიტეტის რესურსებით იმართება. ასევე გაზაფხულის მოსვლასთან ერთად ვზეიმობთ ახალი სასწავლო სემესტრის დაწყებას" - განაცხადა ღონისძიების ორგანიზატორმა მაკა ხეცურიანმა.