გენდერული კვოტირება საქართველოში
04 მარტი, 2014
გენდერული კვოტირება საქართველოში ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში "ახალგაზრდა სოციალისტების" დასკვნითი კონფერენცია გაიმართა საკითხზე: "გენდერული კვოტირება საქართველოში".

კონფერენციას ესწრებოდნენ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები. შეხვედრა გახსნა "ახალგაზრდა სოციალისტების" პოლიტიკურმა მდივანმა სალომე ადამიამ. მან დამსწრე საზოგადოებას მოკლედ გააცნო ორგანიზაციის დაარსების ისტორია, მათი საქმიანობა და პრიორიტეტები, შემდეგ კი ორგანიზაციის აღმასრულებელმა მდივანმა თეო თოდუამ დეტალურად განიხილა მათი ხედვა კვოტირების სისტემასთან დაკავშირებით, კონკრეტულად კი გენდერული კვოტირების საკითხი საქართველოში. მისი თქმით, მათ გათვალისწინებული აქვთ რამდენიმე წამყვანი ქვეყნის კვოტირების სისტემა და სანქციები, რომლის შეთავაზებაც სურთ საქართველოს პარლამენტისა და მთავრობისათვის.

"ახალგაზრდა სოციალისტები" მივიჩნევთ, რომ საქართველოში უნდა შემოვიღოთ ისეთი სანქციები და სისტემები, რომლებიც მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში წარმატებულად მუშაობენ, მაგალითად "zipping system", ხოლო რაც შეეხება სანქციებს, მსოფლიოს მაგალითებიდან ჩანს, რომ საკმაოდ წარმატებულია სანქციათა ისეთი სახე, როდესაც პარტიებს არ ეძლევათ რეგისტრაციის უფლება, თუ ისინი არ დაიცავენ გენდერულ ბალანსს" - განაცხადა თეო თოდუამ. ორგანიზაცია მოითხოვს საკანონმდებლო ხელისუფლებაში 30%-იანი კვოტირების დაწესებას. 

ამ პროექტის ფარგლებში ორგანიზაციამ გამართა ორი მრგვალი მაგიდა, მიიღეს რჩევები და რეკომენდაციები სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლისგან, შეიმუშავეს პეტიცია, რომელსაც უკვე ათასამდე ადამიანი შეუერთდა და რომელსაც, საბოლოოდ, საკანონმდებლო ინიციატივის სახე ექნება, ასევე შეიმიმუშავეს დოკუმენტი, რომელიც დღეს მწვავე დისკუსიის შედეგად დამტკიცდა.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary