ბოლო თვეების განმავლობაში ვებჟურნალ "თავისუფალი ასოციაციის" პრეზენტაცია რამდენიმე უმაღლეს სასწავლებელში ჩატარდა.
ამჯერად ვებჟურნალის წარმომადგენლები თბილისის სკოლებში ხვდებიან დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს.
"დღეს 116-ე საჯარო სკოლის უფროსკლასელებს შევხვდით და გავაცანით მონიტორინგის შედეგები, რომელსაც ვახორციელებდით უნივერსიტეტებში ერთი წლის განმავლობაში. ვფიქრობ, მოსწავლეები უფრო მეტად უნდა იყვნენ დაინტერესებულნი და უფრო მეტს ფიქრობდნენ სკოლის შემდგომ განათლების მიღებაზე. გამომდინარე იქიდან, რომ მოსწავლეები ნაკლებად გამოთქვამდნენ სურვილს, უფრო მეტი გაეგოთ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე, ისინი არასწორი წარმოდგენის არიან კონკრეტულ უმაღლეს სასწავლებლებზე. სამწუხაროდ, ამ ინერტულობის შედეგს ხედავენ, როცა უკვე სტუდენტები ხდებიან" - აღნიშნა "თავისუფალი ასოციაციის" წარმომადგენელმა მარიამ ჯავახიშვილმა.