ჟიული შარტავას იუბილესადმი მიძღვნილი კონფერენცია ტექნიკურ უნივერსიტეტში
05 მარტი, 2014
 ჟიული შარტავას იუბილესადმი მიძღვნილი კონფერენცია ტექნიკურ უნივერსიტეტში ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჟიული შარტავას 70 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია "თანამედროვე პოლიტიკა და მეცნიერების ამოცანები" გაიმართა.

კონფერენციის მიზანს მეცნიერებისა და სახელმწიფო მართვის ურთიერთსასარგებლო კავშირების განმტკიცება, საზოგადოებრივ-პოლიტიკურ და ტექნიკურ მეცნიერებათა დარგში მოპოვებული მიღწევების საზოგადოებისთვის გაცნობა და, ზოგადად, პოლიტიკური მეცნიერებების განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენდა. 

კონფერენცია პოლიტიკურ მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, აფხაზეთის მთავრობისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართა და მის მუშაობაში აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე რატი ბრეგვაძე, მეცნიერები, სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებელთა რექტორები და პროფესორ-მასწავლებლები მონაწილეობდნენ.

კონფერენციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე დაესწრო.






გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary