თანამშრომლობის მემორანდუმი თსუ-სა და ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას შორის
05 მარტი, 2014
თანამშრომლობის მემორანდუმი თსუ-სა და ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას შორის                                      ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ხელშეკრულებას ხელი თსუ-ს რექტორმა აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ და ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელმა დირექტორმა თამარ რუხაძემ მოაწერეს.

მემორანდუმის ფარგლებში უნივერსიტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, ჩაერთონ და აქტიური მონაწილეობა მიიღონ ქარტიის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში. უნივერსიტეტი კი ხელს შეუწყობს სტუდენტებისა და ქარტიიის წევრების შეხვედრას.

თამარ რუხაძის თქმით, თანამშრომლობა მომავალ ჟურნალისტებს დაეხმარება იმ მოვალეობების დროულად გააზრებაში, რომელთა შესრულებაც მომავალში მოუწევთ.

,,მემორანდუმი ხელს შეუწყობს იმას, რომ ხვალ გვყავდეს უფრო კარგად მომზადებული ჟურნალისტები, რომლებიც იმუშავებენ უფრო მაღალკვალიფიციურ დონეზე ეთიკის ნორმების სრული დაცვით" - აღნიშნა ვლადიმერ პაპავამ.

ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების ხელმძღვანელის მარიამ გერსამიას თქმით, მემორანდუმი მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც სტუდენტები შეძლებენ უშუალოდ ჩაერთონ ქარტიის საქმიანობაში.

ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების სტუდენტები დიდი ენთუზიაზმით შეხვდნენ ამ სიახლეს. მათი აზრით, მიმართულებისათვის ეს ნამდვილად წინ გადადგმული ნაბიჯია.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary